22 იანვარს, არტერიაში - ნიკოლაი ოლშანსკის კვინტეტი
ნიკოლაი ოლშანსკი - კონტრაბასი
ლილი ლოფლერი - ვოკალი
გიგი ცინცაძე - გიტარა
საბა ოკუჯავა - ფორტეპიანო
ირაკლი ჩოლაძე - დასარტყამები
ნიკოლაი არის Jazzcampus-ის (ბაზელი) კურსდამთავრებული, ლეგენდარული ლარი გრენადიერის სტუდენტი და დღეს გერმანიაში მოქმედი მრავალი ჯაზ-ანსამბლის წევრი.
ამ საღამოს ნიკოლაი წარადგენს მუსიკას თავისი ახალი ალბომიდან „A Deal with Conscience“. გერმანელ ვოკალისტ ლილი ლოფლერთან და საუკეთესო ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად ის გაგვიზიარებს თავის მუსიკალურ გამოცდილებასა და უნიკალურ ჟღერადობას.
თანამედროვე ჯაზის თბილი საღამო, ცოცხალი კომუნიკაცია და იმპროვიზაცია.
გელოდებით!
