ნიაზ დიასამიძე 33ა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
Top Sale
ნიაზ დიასამიძე 33ა

ნიაზ დიასამიძე 33ა

ნიაზ დიასამიძე 33ა
2 Dzmebi Kakabadzeebi Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან70
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

10.10.2025
პარასკევი
21:00
70 ₾ - 110
70 ₾ - 110
ვრცლად

აღწერა

ვბრუნდებით ახალი სეზონით - Mono Hall-ში და გეპატიჟებით, ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მუსიკოსისა და ჯგუფის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტზე.

 

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

 

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების

 

ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

 

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ფოტო და ვიდეო

ნიაზ დიასამიძე 33ა

ადგილი

მონოჰოლი
საკონცერტო სივრცე ცოცხლი შესრულების მუსიკისთვის
ამ ადგილის ყველა ღონისძიება