ნიაზ დიასამიძე & 33ა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
ნიაზ დიასამიძე & 33ა

ნიაზ დიასამიძე & 33ა

ნიაზ დიასამიძე & 33ა
1 Melikishvili Street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 90
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

SPARKS წარმოგიდგენთ - ფოლკლორული მუსიკისა და ფოლკ-როკის ერთ-ერთი პიონერის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტს - ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. სპეციალური მოწვევით ნიაზ დიასამიძესთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს, ბენდი პოლონეთიდან - VOLOSI.

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ  თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

ბენდი VOLOSI პოლონეთიდან – 900-ზე მეტი კონცერტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნული ბენდი, ბესკიდის მთებში, ლოკალური მუსიკოსებისა და თანამედროვე არტისტების, დაუგეგმავი შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა. ცნობისმოყვარეობამ, მათი მუსიკალური სესიები, გიჟურ იმპროვიზაციად აქცია. მათი სტილის მრავალფეროვნება, ფართო სპექტრს მოიცავს, მომაჯადოვებელი მელოდიებიდან - ამაღელვებელ რიტმებამდე.

VOLOSI-ის შემოქმედებაში შეგიძლიათ მოისმინოთ: როკი, პანკი, ჯაზი, ფილმის მუსიკა, რომელიც საოცრად არის შერწყმული ემბიენთ ჟღერადობებთან, მაგრამ ის ფაქტი რომ ეს ყველაფერი შექმნილია და სრულდება სიმებიან ინსტრუმენტებზე, მათ მუსიკალურ პერფორმანსს, კიდევ უფრო ფენომენალურს ხდის. მათი შემოქმედება, არაერთხელ შეფასდა მაღალ დონეზე, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გამოცემებისა და ფესტივალების მიერ, როგორიც არის: The Guardian, BBC, RFWM Festival.

VOLOSI-ის განსაკუთრებულობა, მუსიკის საშუალებით ემოციების გადმოცემაშია, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც მხიარული, შთამაგონებელი და გულში ჩამწვდომი, ამავდროულად მელანქოლიური, სევდიანი და დამაფიქრებელი. თუმცა საბოლოო ჯამში მათი მუსიკალური პერფორმანსის მოსმენა, მსმენელისთვის ყოველთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.

ბენდი VOLOSI – 26 აპრილს, ნიაზ დიასამიძესთან და ჯგუფ 33ა-სთან ერთად წარსდგება მსმენელის წინაშე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

------

19:00 - კარის გახსნა


20:00 - კონცერტის დასაწყისი

------

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება

ფოტო და ვიდეო

ნიაზ დიასამიძე & 33ა

ადგილი

თბილისის საკონცერტო დარბაზი
თბილისის საკონცერტო დარბაზი (თბილისის სახელმწიფო ფილარმონია) - საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს მერაბ კოსტავას ქუჩაზე, 36/1, საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა. ფილარმონიის სცენაზე იმართება უდიდესი კონცერტები და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი აშენდა 1971 წელს არქიტექტორ ი. ჩხენკელის პროექტით. 21-ე საუკუნის დასაწყისში დარბაზი მთლიანად განახლდა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში არის მთავარი დარბაზი (2500 ადგილ) და პატარა დარბაზი (750 ადგილი). 2001 წელს ფილარმონიის შენობასთან მოეწყო „ვარსკვლავების ხეივანი“. დარბაზის წინ დგას მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება „მუზა“. 2014 წელს ფილარმონიას კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება