ლუმოსში გეპატიჟეობით ახალმთვარეობის აღსანიშნავ რიტუალზე ანი ანთაძესთან, ლუნასთან ერთად.
ანი ანთაძე სისტემური განლაგებისა და მანიფესტაციის პროცესების ფასილიტატორია და სხვადასხვა მეტაფიზიკური ტექნიკებისა და ინსტრუმენტების საშუალებით ადამიანებს ეხმარება სამყაროსთან ჰარმონიულ სინქრონიზაციაში, რაც შესაძლებლობას აძლევს თითოეულ ადამიანს, შექმნას საკუთარი თავისი თავის სასურველი ვერსია და ცხოვრება აქ და ახლა.
შეხვედრაზე დასწრების ღირებულებაა: 68 ლარი.
ლუნა თავად მოგვითხრობს, თუ რა გველის საღამოზე:
„გიწვევთ სიყვარულის ენერგიებით გაჟღენთილ მანიფესტაციის ვორქშოფზე.
ეს არის საუკეთესო დრო, ახლიდან შექმნა საკუთარი თავის ყველაზე სასურველი ვერსია და იმანიფესტირო შენი გულის წადილზე.
ახალმთვარეობა ლომში გვიბიძგებს გაბედულად თვითგამოხატვისკენ, შემოქმედებითი ენერგიების შესავსებად და შინაგანი სიხარულისა და ვნების აღმოჩენისკენ.
ლუნას შემოქმედებითი, უნიკალური პრაქტიკებით ერთად დავუკავშირდებით ჩვენს სასიცოცხლო ძალას, ავაგიზგიზებთ ჩვენში შინაგან მნათობს, ავივსებით სიხარულისა და ბედნიერების ემოციებით, გალაღებულ შინაგან ბავშთან ერთად ხელჩაკიდებული ჩავთესავთ სიყვარულის ენერგიებით სავსე ახალ განზრახვას, რომლის პირველ ნაყოფს შემოდგომის მოსავლიანობის ჟამს ვიგემებთ.
რა პრაქტიკები გველის საღამოზე?
ბგერითი მაკურნებელი თერაპია;
სიყვარულის მედიტაცია;
ცეცხლოვანი რიტუალი;
კვანტური ნახტომის პრაქტიკა;
კაკაოს ცერემონია;
ჩაიფიქრეს შებმის რიტუალი;
დავხუროთ სეზონი სიყვარულითა და მადლიერებით სავსემ, ახალი კარი ღია დავტოვოთ ახალი ჯადოსნური ისტორიების შესაქმნელად.“
რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:
595 620 001