ნაცარქექია თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
ნაცარქექია

ნაცარქექია

ნაცარქექია
136, D. Agmashenebeli Ave.
ბილეთის ფასი
დან12
ქართული

აღწერა

ნაცარქექია - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ცნობილი ქართული ზრაპრების სიუჟეტურ ფრაგმენტებს ეფუძვნება. წარმოდგენის კიდევ ერთი, განსხვავებული ინტერპრეტაცია სხვადასხვა, მაყურებლისათვის კარგად ცნობილ ზრაპრულ პერსონაჟებს ერთ სიუჟეტში აერთიანებს. წარმოდგენაში ამბავი ნაცარქექიას პერსონჟის ირგვლივ ვითარდება. აქვე ვხვდებით კომბლეს, ცბიერი მელიას, ჭინჭრაქას, მეფის ასულის, თხისა თუ კრავის პერსონაჟებს. იცვლება სიუჟეტი, მაგრამ არ იცვლება სიკეთის, მეგობრობისა და სიყვარულის მარადიული იდეალები.

 

რეჟისორი: თაზო იმნაძე

 

ინსცენირების ავტორი: ნერონ აბულაძე

 

მხატვარი: ირინა ტკაჩენკო

ფოტო და ვიდეო

ნაცარქექია

ადგილი

თოჯინების თეატრი
გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში. 1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება