„The Voice of Germany“-ის გამარჯვებული, Jazz Open Stuttgart-ის სცენის არტისტი და Jamie Cullum-ის კონცერტის სპეციალური სტუმარი — ნათია თოდუა, ბერლინიდან სპეციალურად ჩამოსულ ბენდთან ერთად, პირველად წარდგება ქართველი მსმენელის წინაშე 1984-ის სცენაზე.
საღამო გააერთიანებს ჯაზის, სოულისა და ბლუზის საუკეთესო ელემენტებს თანამედროვე ჟღერადობასთან. მსმენელს ელოდება როგორც ნათია თოდუას საავტორო კომპოზიციები, ასევე ცნობილი ჯაზ-ჰიტების ახალი, გამორჩეული ინტერპრეტაციები.
Line-up :
ნათია თოდუა — ვოკალი
გიორგი ოტინაშვილი — კლავიში
უჩა მეტრეველი — გიტარა
დათა მუნჯიშვილი — დრამი
ნიკა გაბაძის კვინტეტი — 00:00-დან