ნარცისული კულტურა ემოციურად არასტაბილური შედეგებით თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ნარცისული კულტურა ემოციურად არასტაბილური შედეგებით

ნარცისული კულტურა ემოციურად არასტაბილური შედეგებით

ნარცისული კულტურა ემოციურად არასტაბილური შედეგებით
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან50
ქართული

განრიგი

22.04.2026
ოთხშაბათი
20:00
50

აღწერა

💡 22 აპრილს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ ნინო ნანეიშვილთან თემაზე: „ნარცისული კულტურა ემოციურად არასტაბილური შედეგებით"


👉 ლექცია ეხება თანამედროვე ადამიანის ფსიქიკურ რეალობას, იმ ცვლილებებს, რომლებიც 21-ე საუკუნის სოციალური, ტექნოლოგიური და კულტურული ტრანსფორმაციების ფონზე ჩამოყალიბდა. განხილვის ცენტრში დგას იდენტობის კრიზისი: განსხვავება რეალურ „მე“-სა და ციფრულ პერსონას შორის, მათი დაძაბული ან დისჰარმონიული თანაარსებობა და ის ფსიქოლოგიური შედეგები, რაც ამ კონფლიქტს მოაქვს.


შევეხებით „ნარცისიზმის ეპოქას“, რომელიც აღწერს თანამედროვე პიროვნების მდგომარეობას: მუდმივი აღიარების მოთხოვნილება, მყიფე თვითშეფასება, ემოციური არასტაბილურობა და შიდა სიცარიელის განცდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ პარადოქსს, სადაც ადამიანი ერთდროულად ისწრაფვის სიახლოვისკენ და ამავე დროს გაურბის მას, ქმნის გრანდიოზულ თვითაღქმას, თუმცა შინაგანად განიცდის დაუცველობას და დეზორიენტაციას.


ლექციის ფარგლებში განიხილება, როგორ ტრანსფორმირდება ფსიქოლოგიური ტკივილი თანამედროვე კონტექსტში, როგორ ვლინდება იგი სხეულზე მიმართულ თვითდესტრუქციულ ქცევებში, იმპულსურობაში და ემოციურ უკიდურესობებში, განსაკუთრებით მოზარდებში. მონაწილეები მიიღებენ როგორც თეორიულ ჩარჩოს, ასევე პრაქტიკულ ხედვებს, რომლებიც დაეხმარებათ უკეთ გაიგონ თანამედროვე ფსიქოპათოლოგიური გამოწვევები და შეიმუშაონ ეფექტური მიდგომები მათთან სამუშაოდ ინდივიდუალურ, კლინიკურ და საგანმანათლებლო სივრცეებში.


✅ ლექციათა ციკლის პარტნიორი - ავერსი ფარმა - Aversi Pharma


🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

ფოტო და ვიდეო

ნარცისული კულტურა ემოციურად არასტაბილური შედეგებით

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება