31 მაისი, 19:00
სახელწოდება: ლურსმანი ჩექმაში
ხანგრძლივობა: 53 წთ
წელი: 1931
სინოფსისი:
ერთი დაზიანებული ჩექმა სამხედრო სისტემის მთელ სისუსტეს ამხელს.
„ლურსმანი ჩექმაში“ საბჭოთა სამხედრო სისტემისა და ბიუროკრატიული მექანიზმის კრიტიკულ ალეგორიად შეიძლება განვიხილოთ. ფილმი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა, როგორიცაა ჯარისკაცის ჩექმაში ცუდად დამაგრებულმა ლურსმანი, ფართომასშტაბიანი მარცხი და სისტემური რღვევა გამოიწვიოს.
ფილმი საბჭოთა კავშირში „ნეგატიური შინაარსის“ გამო აიკრძალა და ეკრანებზე არასდროს გამოსულა. მათთვის ეს ნამუშევარი წითელი არმიის სისუსტესა და არაორგანიზებულობას წარმოაჩენდა, რის გამოც ცენზურის მსხვერპლი გახდა. სწორედ ამ ფილმის შემდეგ მიხეილ კალატოზიშვილს რამდენიმე წლით კინოსთან ჩამოშორება მოუწია.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება