გრანდიოზული ანტისაომარი ფილმი ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით – გერმანიის კინოწარმოების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი.
1918 წელი. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გერმანელი ჯარისკაცები ერთიმეორის მიყოლებით უაზროდ იღუპებიან ტალახიან სანგრებში, იმ დროს, როცა დაჰარქმნილი დელეგაცია სუფთა და კომფორტულ მატარებელში მიემართება კომპიენის ტყეში, რათა მოლაპარაკებები აწარმოოს ზავის დადების შესახებ.
ეს არის უკვე მესამე ეკრანიზაცია ცნობილი რომანის, რომელსაც „გაუმართლა“, რომ სწორედ ამ წელს გამოვიდა. რეჟისორი, რემარკის მსგავსად, მტკიცედ აცხადებს, რომ განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომი (და ომები ზოგადად) არ უნდა იყოს სიამაყის მიზეზი.
„ოსკარის“ ნომინაცია საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში.