„ამ გზით ვიარე 100 წელიწადი და რაც დამრჩა კიდევ გასავლელი, ისევ ამავე გზით ვივლი“
მზექალა შანიძის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 იანვრიდან 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება ღონისძიებათა ციკლი, რომელიც მოიცავს შეხვედრებს სტუდენტებთან, პანელურ დისკუსიებს, სამეცნიერო გამოცემების პრეზენტაციებს, სემინარებსა და საჯარო მოხსენებებს.
23 იანვარს მზექალა შანიძეს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე გადასცემს ილიას მედალსა და სამეცნიერო პრემიას. საიუბილეო ღონისძიებათა ციკლი დასრულდება აკაკი შანიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოთი, წიგნის „აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის მიმოწერა“ წარდგენითა და ამ მეცნიერთა 1960-1987 წლების მიმოწერის გამოფენით.
საიუბილეო ღონისძიებათა პროგრამა:
23 იანვარი | მზექალა შანიძისთვის ილიას მედლისა და სამეცნიერო პრემიის გადაცემა
ვრცლად: https://shorturl.at/ODLKj
30 იანვარი | მზექალა შანიძის შეხვედრა სტუდენტებთან. „სადაც ფიქრი თავისუფალია“ – ონლაინ ლექცია და ღია დიალოგი უნივერსიტეტზე, სამეცნიერო კვლევასა და აკადემიურ თავისუფლებაზე
ვრცლად: https://shorturl.at/9txPS
ილაის სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი
გ.წერეთლის გასასვლელი N1-3
2 თებერვალი | მზექალა შანიძის ახალი წიგნის „ზანდუკელის საქმე: აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა
ვრცლად: https://shorturl.at/ip4mX
წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
6 თებერვალი | სემინარი „ციფრული სამეცნიერო გამოცემის (DSE) მეთოდები და სტანდარტები სიტყუაჲ ართრონთათჳს მაგალითზე“
ვრცლად: https://shorturl.at/M9neZ
ილაის სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი
გ.წერეთლის გასასვლელი N1-3
16 თებერვალი | საჯარო მოხსენება „მეცნიერების პოპულარიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“
ვრცლად: https://shorturl.at/EJjLq
ილაის სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი
გ.წერეთლის გასასვლელი N1-3
26 თებერვალი | აკაკი შანიძის იუბილე და მზექალა შანიძის მიერ გამოცემული წიგნის „აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის მიმოწერა“ წარდგენა
ვრცლად: https://shorturl.at/NANcB
ილიაუნის თეატრი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
--------------------------------------------------------------
ღონისძიებათა ფორმატი: ჰიბრიდული
30 იანვრიდან 26 თებერვლის ჩათვლით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება შესაძლებელია ზუმის ბმულით:
Join Zoom Meeting
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519...
Meeting ID: 817 2960 8519
Passcode: 933426
