მცენარეების მუსიკა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მცენარეების მუსიკა

მცენარეების მუსიკა

მცენარეების მუსიკა
Tbilisi, Georgia
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

18.03.2026
ოთხშაბათი
20:00

აღწერა

18 მარტს, 20:00-ზე, დიდი სიხარულით ვუმასპინძლებს ლევან შანშიაშვილის ვორკშოფს: "მცენარეების მუსიკა - (ბიო ელექტრო იმპულსური მუსიკა)".

ვორკშოფის აღწერა:
როგორ წარმოქმნიან მცენარეები ბიო ელექტრო იმპულსებს და როგორ ხდება მათი აუდიო სიხშირეებში თარგმნა/გარდაქმნა/კონვერტირება. რა მნიშვნელობა აქვს მცენარეების მიერ წარმოებულ ელექტრო იმპულსებს ბუნებისთვის და ადამინისთვის.

დადებითი გავლენა: სტრესის შემცირება; პროდუქტიულობის გაზრდა; შემოქმედებითი და შემეცნებითი წილის ზრდა; საგანმანათლებლო მიმართულებები; სამყაროზე ზრუნვა; 

გავლენა ბუნებაზე:
მცენარეები სიხშირეები როგორც მკურნალი; მავნებლებთან ბრძოლა შეთანხმების საშუალებით; ზრდის და განვითარების სტიმულირება; მცენარეების, ტექნოლოგიების და ადამიანური რესურსის შერწყმა.

თვითგამოხატვის ფორმა - მუსიკა - კიდევ ერთი ენა, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის გასაგებია.

მცენარეებთან ინტერაქცია როგორც პროცესი, ხარისხიანი ყოფა და სამყაროს უკეთ შეცნობა და დაახლოვება.

 

მცენარეების ჯადოსნური სამყარო და მათთან ინტერაქცია ხმოვან/მუსიკალურ ენაზე AGAVA ექსპერიმენტული, მოდულებისგან შედგენილი სინთეზატორული პროექტია, რომელიც ფოკუსირდება მხოლოდ ცოცხალ წარმოდგენებზე (კონცერტებზე, გამოსვლებზე). AGAVA უარყოფს ჩაწერის იდეას და ქმნის ბგერის უნიკალური აღქმის შთაბეჭდილებას იმ დროს, როცა გვარწმუნებს, რომ არც ერთი ორი წარმოდგენა (შოუ) არაა მსგავსი. მოქმედების (წარმოდგენის, შოუს, გამოსვლის) მიმდინარეობისას AGAVA საშუალებას აძლევს აუდიტორიას (მსმენელს, მაყურებელს) სრულად ჩაერთოს მუსიკაში და ღრმად შეიგრძნოს ყოველი მოსმენის ენერგია. ერთგულებას ბუნებრიობისა და კრეატიუოლობისადმი ყოველი ცოცხალი წარმოდგენის (გამოსვლის, შოუს) დროს ყოველი ასეთი გამოსვლა იქცევა განსაკუთრებულ მოვლენად, რომელიც მსმენელს სთავაზობს ჩაერთოს არაჩვეულებრივ მუსიკალურ მოგზაურობაში. ელემენტების შერჩევით, რეზონანსის, ჟღერადობის, ტექსტურის, ხმაურის, ექსპერიმენტულობისა და იმპროვიზაციის საშუალებით AGAVA გთავაზობთ ღრმად შეხვიდეთ მედიტაციური ბგერის გამოცდილებაში, რაც დიდხანს დარჩება თქვენთან შოუს (წარმოდგენის) დამთავრების შემდეგაც.

www.plantlovers.ge

 

 

Instagram

https://www.instagram.com/levan_shan/

https://www.instagram.com/plantloverstbilisi/

https://www.instagram.com/plantloversprojects/

 

 

ვორკშოპზე დასწრება თავისუფალია. 

ფოტო და ვიდეო

მცენარეების მუსიკა

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება