მუსიკა თეატრში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მუსიკა თეატრში

მუსიკა თეატრში

მუსიკა თეატრში
13, Ioane Shavtelis St., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან75
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

29.06.2026
ორშაბათი
20:00
75

აღწერა

პროგრამა: მუსიკა თეატრში

 

ადგილი: GABRIADZE WONDERS STATION

 

თბილისში ახალი კულტურული სივრცე იხსნება

 

რეზო გაბრიაძის დაბადების დღეს თბილისის კულტურულ რუკაზე ახალი წერტილი მოინიშნება. გაბრიაძის პირველი თეატრის ფოიეში დამალული Gabriadze Wonders Station პირველად ხსნის კარს - ახალი სივრცე, რომელიც მუსიკას, შემოქმედებით აღმოჩენებს, საინტერესო ამბებს და შეხვედრებს გააერთიანებს.

 

სახელწოდება მომდინარეობს Gabriadze Wonders-იდან - რეზო გაბრიაძის წარმოსახვის სამყაროდან, რომელიც კერამიკაში, არტ ობიექტებსა და მინიატურულ საოცრებებში ცხოვრობს. დღევანდელი ქალაქის რიტმამდე დიდი ხნით ადრე, თბილისის ეს კუთხე ცნობილი კონკის გაჩერებას წარმოადგენდა - ადგილს, სადაც შემთხვევითი შეხვედრები, საინტერესო ამბები და ახალი საწყისები იკვეთებოდა. დღეს კი, შეხვედრებისა და ამბების ისტორიას ახალი კულტურულ სივრცე გააგრძელებს.

 

საპრეზენტაციო პროგრამა „მუსიკა თეატრში“ მსმენელს სცენის ხმოვან სამყაროში ეპატიჟება. საღამო გააერთიანებს ცნობილ მუსიკალურ ფრაგმენტებს გაბრიაძის თეატრის სპექტაკლებიდან და ქართული თეატრის სხვა მნიშვნელოვანი დადგმების დაუვიწყარ მუსიკალურ ეპიზოდებს, აჩვენებს თუ როგორ აგრძელებს მუსიკა ამბების თხრობას, ფარდის დაშვების შემდეგაც.

 

ამ სივრცის განსაკუთრებული ხმაა ქართული კულტურის ისტორიის გამორჩეული მოწმე - ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ოთარ თაქთაქიშვილის პირადი კაბინეტური როიალი. ინსტრუმენტი კვლავ აჟღერდება და ერთმანეთს დააკავშირებს ხელოვანთა და მსმენელთა თაობებს.

 

Gabriadze Wonders Station ჩაფიქრებულია როგორც კამერული კონცერტების, შემოქმედებითი საუბრების, საარქივო ჩანაწერებისა და მოულოდნელი შეხვედრების სივრცე - კულტურული ნავსაყუდელი მოგზაურებისთვის და მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ საოცრებებს საკუთარი მისამართი აქვთ.

 

ხანგრძლივობა: 90+ წუთი

 

ადგილების რაოდენობა მკაცრად შეზღუდულია.

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 16+

 

მისამართი: იოანე შავთელის N26, თბილისი

ფოტო და ვიდეო

მუსიკა თეატრში

ადგილი

გაბრიაძის თეატრი

 

გაბრიაძის თეატრი მდებარეობს ისტორიული ძველი თბილისის გულში,
მისამართზე შავთელის ქუჩა # 12+1.

1981 წელს რეზო გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა გაბრიაძის თეატრი მსოფლიოში სახელგანთქმულ კულტურულ დაწესებულებათა რიცხვშია.

ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. სწორედ თეატრმა გააერთიანა გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება ერთ სივრცეში. როგორც ფრანგული "Le Figaro" აღნიშნავდა: "რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს, მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია… "

არსებობის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ნიუ იორკი, ავინიონი, ედინბურგი, სპოლეტო, ლონდონი, ჩარლსტონი და სხვ.

გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი ხელოვნების ენა უნივერსალურია.

რეზო გაბრიაძე 2021 წელს გარდაიცვალა, მაგრამ “საქართველოს ეროვნული განძი”, როგორც მას ხშირად იხსენებენ უცხოურ პრესაში, აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მისი ხელოვნება კი, იზიდავს მაყურებელს მთელი მსოფლიოდან.

თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერია რეჟისორი ლეო გაბრიაძე. ის არის რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი პოეტური სამყაროს მთავარი მცველი და მამის საქმის გამგრძელებელი.

რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი განსაკუთრებული ჯადოსნური გარემო სცენის მიღმაც გრძელდება. უნიკალურია თავად თეატრის შენობაც, რომლის ფასადზე ოქროს ასოებით წერია რეზო გაბრიაძის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.

გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ამჟამად წარმოდგნილია ოთხი სპექტაკლი: “ალფრედი და ვიოლეტა”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”, და “რამონა”.


"ის ნადმვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს , თან ისეთ დრო, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად ჭირდება."
 

პიტერ ბრუკი

ამ ადგილის ყველა ღონისძიება