ექსკლუზიურად, 3 მარტს დედის დღესა და მაია ბარათაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება სიტყვის აკადემიის ყველასათვის საყვარელი პროექტი!
✨გეპატიჟებით მურმან ჯინორიასა და მაია ბარათაშვილის დაუვიწყარ საღამოზე – სამსახიობო ხელოვნებისა და ცოცხალი მუსიკის სინთეზი, საინტერესო საუბრები და აუდიტორიასთან ცოცხალი ინტერაქცია.
რა გელოდებათ ამ საღამოზე?
ქართველი სცენის ლეგენდის, მურმან ჯინორიას მიერ საოცარი არტისტიზმით გადმოცემული ქართული პოეზია;
მუსიკალური კლასიკა: ქართული და უცხოური კომპოზიციები განუმეორებელი ქართველი ჯაზვუმენისგან - მაია ბარათაშვილისგან;
შემოქმედებითი ტანდემი: იმპროვიზაცია და მოულოდნელი სიურპრიზები, რომლებიც ამ საღამოს განსაკუთრებულს გახდის;
ინტერაქცია აუდიტორიასთან: თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, გახდეთ საღამოს თანამონაწილე - დასვათ კითხვები და გაგვიზიაროთ თქვენი ემოციები
📍 ადგილმდებარეობა: სასტუმრო ბილტმორი • The Biltmore Hotel Tbilisi
🎫 ბილეთის ღირებულება:
I კალათა - 70 ლარი
II კალათა - 90 ლარი
III კალათა - 105 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:
📞 +995 599 00 11 20
