მთვარის მტვერი moon dust
‘’მთვარის მტვერი’’ არის ჯგუფ სულ-ის მედიტაციური მუსიკის პროექტი, ვიზუალირი ეფექტების გამოყენებით.
მთლიანი კონცერტი სიმბოლურად გამოხატავს ღამის ფაზებს, დაწყებული ბინდიდან დამთავრებული განთიადით. ყოველი ფაზა უფრო და უფრო აღრმავებს, როგორც მუსიკას ასევე მსმენელის შესაძლებლობას, რომ მეტად ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, უფრო სუფთად და დაუბრკოლებლად შევიდეს სიმშვიდესა და ნეტარებაში.
ყოველი ფაზის დადგომას ამცნობს მუსიკის შესაბამისი განწყობა, კომპოზიცია და ვიზუალების ცვლილება, ეს მოძრაობა, გრძელდება სიმბოლურ განთიადამდე, რომელიც კრავს მთლიან მოგზაურობას .
‘’ეს მუსიკალური პროექტი ჩვენთვის ერთგვარი საშუალებაა, რომლის წყალობითაც შეგვიძლია გავთავისუფლდეთ სამყაროს ხმაურის , ზედმეტი ფიქრების, დაღლილობისა და სტრესისგან, რათა ავივსოთ და ჩავიძიროთ უბრალო და ლამაზ სიმშვიდეში, რომელიც სავსეა ნეტარებითა და სიხარულით’’.
ხანგრძლივობა 1:30 საათნახევარი
სულ- არის მუსიკალური ჯგუფი, რომელიც თავის თავში აერთიანებს მედიტაციურ, ექსპერიმენტულ, ეკლექტიკურ, ელექტრონულ, ნიუ ეიჯ და სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს. ჯგუფი იყენებს ისეთ ინსტრუმნეტებს როგორიცაა სიტარა, ბანსური, ჰენდპანი, ტაბლა, დიდჯირიდუ, საავტორო ვოკალური ტექნიკა და მრავალი სხვა.
წევრები: ნინი ფოქსი
თედო მახარაძე
გიორგი ყაველაშვილი