კინო საზოგადოებისთან ერთად
„გოგონას პორტრეტი ალში“ — სელინ სიამა
ბათუმის კრეატიულ საზოგადოებასთან ერთად გადავწყვიტე გვეჩვენებინა ფილმი, რომელსაც დიდი ხანია ველოდი — ულამაზესად გადაღებული, თვალწარმტაცი კინოს ქმნილება.
სელინ სიამას ფილმი არის ნაზი და ძლიერ ემოციური ისტორია თავისუფლებაზე, მზერაზე და აკრძალულ სიყვარულზე.
სიუჟეტის ცენტრშია მხატვარი მარიანა, რომელსაც ავალებენ შექმნას პორტრეტი ელუაზის — ახალგაზრდა არისტოკრატისა, რომელიც პოზირებაზე უარს ამბობს. ნელ-ნელა სამუშაო დავალება გადაიქცევა ორი სამყაროს შეხვედრად, სადაც ჟესტები და სიჩუმე სიტყვებზე ხშირად მეტს ამბობს.
ფილმმა კანის კინოფესტივალზე მიიღო ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის.
