29 ივლისს, სამშაბათს, 19:30 საათზე, ლუმოსში გეპატიჟებით თერაპიულ საღამოზე, რომელსაც გაუძღვებიან აღმოსავლური, მანუალური და ჰოლისტიკური თერაპევტი, თამარა და მირო.
შეხვედრაზე დასწრების ღირებულებაა: 70 ლარი
რა გელით თერაპიულ საღამოზე?
პირველი ნაწილი დაეთმობა სხეულზე ორიენტირებულ თერაპიას, რომელიც მოიცავს:
ჯგუფური მედიტაცია გულის გასახსნელად, სამხრეთ ამერიკული რიტუალური მანტრის თანხლებით;
კუნდალინი იოგა სუნთქვისა და მოძრაობის თანხლებით;
სხეულის 12 მერიდიანის გააქტიურება და ენერგეტიკული ნაკადით შევსება, კონცენტრაცია გულის მერიდიანსა და მკერდის უკანა (ბედნიერების) ჯირკვლის, თიმუსის სტიმულირებაზე.
სივრცის ჰარმონიაზაცია, ერთმანეთთან ხელების შეხებით ენერგიის გაერთიანება, ერთმანეთის მიღება;
ცეკვითი მოძრაობის თერაპია;
დასასრული, მოდუნება და რამდენიმე გამათავისუფლებელი მოძრაობა სუნთქვის ბუნებრივ რიტმში დასაბრუნებლად.
ცეკვითი მოძრაობის თერაპიის შესახებ:
„იცეკვე მანამ, სანამ არ გააცამტვერებ საკუთარ თავს. იცეკვე სულით“ - რუმი.
ცეკვითი მოძრაობის თერაპია არის აქტიური მედიტაცია, სხეულებრივი გზით ემოციების გამოხატვისა და სულიერი, ემოციური და გონებრივი ბარიერებისა და ტკივილებისაგან გათავისუფლების ტექნიკა, შემოქმედებითი მოძრაობისა და ცეკვის გამოყენება თერაპიასთან კომბინაციაში. იგი ეყრდნობა მოძრაობასა და ემოციას შორის ურთიერთობას, როგორც მექანიზმს, რომლიც მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია პიროვნული ინტეგრაციის გზით საკუთარი თავის უფრო ცხადად დანახვა.
შეხვედრა დასრულდება ავსტრალიური თერაპიული ინსტრუმენტის, დიჯირიდუს, მაკურნებელი ბგერებით.
რა სარგებლობა აქვს დიჯირიდუს ვიბრაციებს?
დიჯირიდუს ბგერითი ტალღების ზემოქმედებით ჰარმონიულად იწყებს ფუნქციონირებას ადამიანის შინაგანი ორგანოები და აღადგენს ბუნებრივ რიტმს.
მაღალი სიხშირის ბგერები დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, შედეგად მიიღწევა დასვენებისა და მსუბუქი ტრანსის მდგომარეობა.
ინსტრუმენტის ვიბრაცია ზემოქმედებს ჩვენს ორგანიზმში არსებულ თხევად მასაზე:
აქტიურდება სისხლის მიმოქცევა;
აქტიურად მიეწოდება ქსოვილებს ჟანგბადი;
სხეული დუნდება;
მცირდება ტკივილი;
რეგისტრაციისთვის
მოგვწერეთ ჩათში.
ან დაგვირეკეთ:
595 620 001