აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან.
შეხვედრა ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ბავშვის თვითშეფასება და მოტივაცია ზრდასრულების, მშობლებისა და პედაგოგების ყოველდღიური რეაქციების ფონზე. განვიხილავთ, რატომ ხდება ზრდასრული ადამიანი ბავშვისთვის „სარკე“ და როგორ შეუძლია ერთ სიტყვას ან დამოკიდებულებას გააძლიეროს ან დააზიანოს მისი შინაგანი საყრდენები. შეხვედრაზე განვასხვავებთ შინაგან და გარეგან მოტივაციას, ვისაუბრებთ გავლენის მექანიზმებზე და იმ პრაქტიკულ პასუხებზე, რომლებიც ბავშვებს თვითრწმენის ფორმირებაში რეალურად ეხმარება.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
