დედა ქართლისა თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
დედა ქართლისა

დედა ქართლისა

დედა ქართლისა
182, D. Agmasheneblis Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

15.06.2026
ორშაბათი
19:00
10

აღწერა

“დედა ქართლისა”, 45 წთ.

თავისუფალი პროექტი, საქართველო 

 

ქორეოგრაფი - მეგი ზარქუა

რეჟისორი - კოტე ლიპარტელიანი

ხმის დიზაინი და მუსიკალური მონტაჟი - ბეგი ბუკია

ტექსტი - თეა ბერაძე

 

მონაწილეობს: ზარქუას ცეკვის დასი

სალომე ჯიბლაძე, ანი ნარინდოშვილი, თეა პატარიძე, ანი გონგაძე, ქეთი ყარალაშვილი, მეგი ზარქუა.

 

“დედა ქართლისა” - ქორეოგრაფიული სპექტაკლი ექვსი ქალის სხეულით მოთხრობილი საერთო ისტორიაა.

ეს არის მოძრაობაში გადატანილი ქალის შინაგანი სამყარო - სივრცე, სადაც ერთდროულად ცხოვრობს სიძლიერეც და სისუსტეც, მონატრებაც და მოლოდინიც, სიყვარული, ტკივილი, დუმილი და გაუტეხლობა.

 

სპექტაკლი არ მოგვითხრობს მხოლოდ ერთ ქალზე - ის აერთიანებს მრავალ სახეს და მდგომარეობას: დედას, შვილს, მებრძოლს, შეყვარებულს, დაკარგულს, მლოცველს. ექვსი ქალი სცენაზე ქმნის ერთ მთლიან სხეულს - “დედა ქართლისას”.

 

სპექტაკლის ქორეოგრაფიული ენა თანამედროვე მოძრაობასა და ქართულ სულს შორის იბადება. თითოეული ჟესტი უხილავ ისტორიას ატარებს, თითოეული შეხება - ემოციის გაგრძელეებაა.

 

“დედა ქართლისა” არის ამბავი ქალზე, რომელიც მიუხედავად შინაგანი ქარიშხალისა, მაინც დგას - ამაყად, ჩუმად და მტკიცედ. ის არ კარგავს სიყვარულის უნარს. არ კარგავს სინაზეს და მომხიბვლელობას, ყველაზე რთულ დროსაც კი საკუთარ თავში პოულობს ძალას, რომ იქცეს სახლად, ფესვად და სინათლედ.

ფოტო და ვიდეო

დედა ქართლისა

ადგილი

მოძრაობის თეატრი
«მოძრაობის თეატრის» ისტორია მისი დამფუძნებლის კახა ბაკურაძის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. საქართველოში თეატრის გახსნამდე, კახა ბაკურაძე დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობდა და მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში 2000 წელს დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში, პანტომიმის გაკვეთილებს უტარებდა მომავალ მსახიობებს. 2001 წელს თეატრალურის სტუდენტებთან ერთად დადგა პირველი სპექტაკლი «რიჩარდ მესამე», რომელიც იმავე წელს შეფასებული იქნა როგორც წლის საუკეთესო ექსპერიმენტი. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა სწორედ აქ დაანახა კახა ბაკურაძეს საკუთარი თეატრის ჩამოყალიებების შესაძლებლობა და დაიწყო მოგზაურობა, მოძრაობის სამყაროში. პირველი საჯარო გამოსვლები კახა ბაკურაძის დასმა, ყოველგავრი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე ქუჩებში დაიწყო. მოძრაობის თეატრი მუდმივ მოძრაობაში იყო და შესაძლებლობის ფარგლებში იცვლიდა სარეპეტიციო ფართებს, საკუთარი თეატრის მშენებლობის დასრულებმადე (2013 წ.), რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა, საკუთარი ხელით ააგეს. მას შემდეგ ამ შენობაში ერთი დღითაც არ შეწყვეტილა შემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც მხოლოდ თეატრალურ სპექტაკლებს არ გუსლიხმობს. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში უამრავი შემოქმედებითი საღამო იმართენა და მათი სელექცია მხოლოდ ერთი ნიშნით ხდება - შემოქმედება უნდა იყოს საავტორო.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება