19 ივნისს Moses Yoofee Trio პირველად წარდგება ჩვენს სცენაზე!
თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრიო — პიანისტისა და პროდიუსერის Moses Yoofee, ბასისტ Roman Klobeისა და დრამერ Noah Fürbringerის შემადგენლობით — აერთიანებს ჯაზს, სოულსა და ჰიპ-ჰოპის ელემენტებს ენერგიულ და იმპროვიზაციებით სავსე ჟღერადობაში.
ტრიო 2024 წლის გერმანული ჯაზის ჯილდოს — წლის საუკეთესო Live Act-ის გამარჯვებულია, ხოლო 2025 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი MYT, რომელიც ბერლინურმა ლეიბლმა Leiter გამოუშვა.
მათი მუსიკა უკვე გაჟღერდა ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა Montreux Jazz Festival, We Out Here და Elbjazz, ხოლო The Guardian მათ ჟღერადობას “brilliantly explosive jazz”-ად აღწერს.
შემადგენლობა:
მოზეს იუფი — კლავიშები
რომან კლობე — ბას გიტარა
ნოაჰ ფიურბრინგერი — დრამი
კარი იღება – 21:00
დასაწყისი – 22:00
ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე.
TBC Concept - თიბისი კონცეპტი - ს VISA ბარათის და VISA signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
Tatuza Jazz Club Telegraph-ში ქართული ჯაზის ცხოვრებას ანიჭებს ინტიმურ და დინამიკურ გარემოს.
კლუბს სახელი მიენიჭა გარდაცვლილი ჯაზის ლეგენდის, თამაზ ქურაშვილის პატივსაცემად და დღეს ის ჯაზის მოყვარულთა ცოცხალი სივრცეა.