ფილმი იწყება როგორც ბნელი ისტორია სკოლის მოსწავლისა და მისი ახალგაზრდა მასწავლებლის შორის ურთიერთობის შესახებ. დედა ამჩნევს შვილის ქცევაში უცნაურობას, მიდის სკოლაში საქმის გასარკვევად და ახერხებს მასწავლებლის გაკვეთილებიდან ჩამოშორებას. თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა, ვიდრე მას ეგონა.
„მონსტრი“ — ფილმია რეალობის სუბიექტური აღქმისა და ადამიანების უუნარობის შესახებ, დაინახონ სამყარო ისე, როგორც მას ხედავს სხვა. ფილმის მეორე ნახევარი თითქმის არ უკავშირდება მოვლენათა პირველეულ ინტერპრეტაციებს და გვიყვება ორ ბიჭს შორის ძალიან ახლო — უფრო მეტიც, მეგობრობაზე ღრმა — ურთიერთობაზე.
ჰიროკაძუ კორეედა სამართლიანად ითვლება იაპონიის ერთ-ერთ გამორჩეულ რეჟისორად. მისი ფილმი „მაღაზიის ქურდები“ 2018 წლის კანის კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა.
პრიზი საუკეთესო სცენარისთვის და Queer Palm (კვირ-პალმა) კანის კინოფესტივალზე.