Billboard Georgia Stage ახალ სეზონს იწყებს. 15 დეკემბერს ბილბორდ საქართველოს მიერ ორგანიზებული კონცერტების სერიის ფარგლებში თბილისს ცნობილი არტისტი MonoNeon ეწვევა. კონცერტს, ტრადიციულად, „რესპუბლიკა” უმასპინძლებს.
რესტორანი რესპუბლიკა არის მაღალი კლასის რესტორანი არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი და ტერასით. ეს არის პირველი და ერთადერთი რესტორანი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ გრილზე მომზადებულ დავარგებულ თევზს და სხვა უამრავ სიახლეს. გვიანი საუზმის მენიუ 11:00-15:00, დინერის მენიუ 11:00-00:00.