„Mon humeur est mon État!“ — ვალერა ბელოვის ლექცია და მედია-პერფორმანსი
Mon humeur est mon État! („ჩემი განწყობა — ჩემი სახელმწიფოა!“) — პროექტის Neurosincere სერიის პირველი ნამუშევის სახელწოდება და მისი გამაერთიანებელი იდეა.
სლოგანი ასახავს 1968 წლის სტუდენტური პროტესტების განწყობას და ირონიულად გადახედავს ლუი მეთოთხმეტეს ცნობილ ფრაზას — „L'État, c'est moi“ („სახელმწიფო — ეს მე ვარ“).
პროექტი არის როგორც ოცნება, ასევე „წითელი მაისის“ მოვლენებისადმი ომაჟი — ირონიული ლაბორატორია უტოპიის შესაქმნელად, რომელიც პოპ-კულტურის მსგავსად მხოლოდ ემოციებს წარმოქმნის და ყიდის.
განწყობა ხდება ერთადერთი ვალუტა ამ წარმოსახვით ეპოქაში.
ინტერნეტის ნაცვლად მთავარი პოლიტიკური მედიუმი ელექტროენცეფალოგრაფია, ხოლო ფინანსური სისტემა — პარასამყაროს ფსევდომეცნიერული ფინანსური სქემა.
