დღეს მოლდოვა ისტორიულ გზაგასაყარზე დგას — ევროპული ინტეგრაციისაკენ სწრაფვასა და რუსეთისთან ერთობის მოწოდებებს შორის; იმპერიული წარსულის მემკვიდრეობასა და დემოკრატიული მომავლის იმედს შორის.
გიწვევთ ღია საუბრაზე მოლდოვას ბედი, სოლიდარობის მნიშვნელობა და ის გზები, რომლითაც ისტორია, პოლიტიკა და კულტურა ერთმანეთში იკვეთება ქვეყნის მომავლის ძიებაში.
შეხვედრაზე განვიხილავთ:
● როგორ გარდაიქმნა მოლდოვური იდენტობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?
● როგორ გადაიტანა რესპუბლიკამ 90-იანი წლები?
● რა ხდებოდა და რა ხდება დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაში?
● რატომ გახდა სლოგანი „მოქმედება და სოლიდარობა“ ევროპული კურსის სიმბოლო?
● რას ნიშნავს დამოუკიდებლობა ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში?
● და მთავარი — რა არჩევანის წინაშე დგას მოლდოვის საზოგადოება დღეს?
შეხვედრას წარუძღვებიან ჟურნალისტი და ისტორიკოსი ვადიმ ლიფშიცი და ისტორიკოსი, ლენინგრადის საქალაქო საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვიტალი სკოიბედა.
