მოგზაურობა ბგერების სამყაროში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მოგზაურობა ბგერების სამყაროში

მოგზაურობა ბგერების სამყაროში

 ვინ არიან ნელი და ეკატა?  ეკატა ერთი ბოდიალა არსებაა, რომელსაც ძალიან უყვარს აღმოჩენები და მათი გაზიარება ბევრი იარა და თუ ცოტა იარა, ეკატა მთა-მთა და ზღა-ზღვა მოგზაურობისას ცეკვას გადაეყარა და დაუმეგობრდა. ჯადოსნური ხმებიც აგროვა, ხურჯინში ჩაიწყო ჟღრიალ-ჩხრიალა ინსტრუმენტი და გზა გააგრძელა    ნელი ფხიზელი ტომის დამფუძნებელია. მისთვის, როგორც პროფესიონალი არფისტისთვის, მუსიკას თერაპიული, მაკურნებელი ძალა აქვს. მუსიკის ზემოქმედებით თავის ტვინში გამოწვეული მედიტაციური სიხშირე ადამიანს ეხმარება საკუთარ თავსა და სამყაროსთან გამთლიანებაში. ბგერით თერაპიაზე დასწრების ღირებულებაა: 50 ლარი  რეგისტრაციისთვის:მოგვწერეთ ჩათში: ან დაგვირეკეთ: 595 620 001 ჩვენი სტუდიის მისამართია:  საირმის 71  გოძიაშვილის პარკში 
მოგზაურობა ბგერების სამყაროში
71 Sairme St., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

🌿 21 იანვარს, კვირას, 18:00 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ზღაპრული ბგერების სამყაროში, რომლის მეგზურებიც იქნებიან ეკატა და ნელი.
🦄 ეს თავგადასავალი მათთვისაა, ვისაც უნდა, დრო გააჩეროს, მზერა და ყურადღება გარედან შინაგანი სამყაროსკენ მიმართოს, მიაყურადოს საკუთარ თავში არსებულ ოკეანეს და მისი ტალღების რხევას ააყოლოს სხეული, სული, გული, გონება…
💦 მოგზაურობას დავიწყებთ გონებიდან გამოფერთხვით და სხეულთან კავშირის დამყარებით. სხვადასხვა მოძრავი მედიტაციით ვიპოვით სხეულებრივი გამოხატვის ახალ გზებს. ღრმა მოდუნების ფაზაში კი დავაკვირდებით, რომელი აისბერგი ამოტივტივდება ზედაპირზე, ეკატა და ნელი დაგვეხმარებიან, ჯადოსნურ ბგერებს გავატანოთ ყოველგვარი არასასურველი და გარედან მოწებებული რამ, რაც ხელს გვიშლის ხოლმე ნათლად ხედვაში.

ფოტო და ვიდეო

მოგზაურობა ბგერების სამყაროში

ადგილი

ლუმოს
ლუმოს
71 Sairme St., Tbilisi
იოგა/ კომიუნიტი / ტაი ჩი / ქიგონგ / მედიტაცია / ცეკვები / პილატესი
ამ ადგილის ყველა ღონისძიება