“მნემონური” - გამოფენა კუბში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
“მნემონური” - გამოფენა კუბში

“მნემონური” - გამოფენა კუბში

“მნემონური” - გამოფენა კუბში
ი. ჭავჭავაძის გამზ.
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

 

პროცესი, რომელშიც მეხსიერება გადაიქცევა კონსტრუქციად, სადაც რეალური და წარმოსახვითი ერთმანეთში ირევა… 20 თებერვალს, პარასკევს, 19:00 საათზე, კუბში ახალი ნინი რაზმაძის გამოფენა, “მნემონური” იხსნება. 

ჩემი ნამუშევრები არის მცდელობა, ფორმა მივცე იმას, რაც ბოლომდე არ მახსოვს. ის წარმოიშობა იმ განცდიდან, როცა ბავშვობის გახსენება წყდება და მეხსიერებაში ჩნდება სიცარიელე. სწორედ ამ წყვეტილ სივრცეში იწყება ძიება არა პასუხების, არამედ ფრაგმენტების.

ნამუშევრები არ ეფუძნება კონკრეტულ მოგონებებს. ისინი უფრო იმ ისტორიების, ხმებისა და სურათების შედეგია, რომლებიც მოგვიანებით ჩამომიყალიბდა სხვისი მონათხრობით, გარემოს გავლენით, ან საკუთარი ინტერპრეტაციით. ამ პროცესში მეხსიერება გადაიქცევა კონსტრუქციად, სადაც რეალური და წარმოსახვითი ერთმანეთში ირევა.

ფერწერა ჩემთვის არის გზა, რომლითაც ვცდილობ დავუკავშირდე იმ წარსულს, რომელიც უშუალოდ აღარ მახსოვს. თითოეული ნამუშევარი არის მცდელობა სიცარიელის შევსებისა, თუმცა არასოდეს მისი საბოლოოდ დასრულებისა. ეს პროცესი უფრო ძიებაა, ვიდრე აღდგენა; უფრო კითხვაა, ვიდრე პასუხი.

დასწრება თავისუფალია!

მზიურის პარკში მდებარე “კუბი კონტექსტში” საბჭოთა საბაგირო შენობის რეკონსტრუქციის შედეგად შექმნილი სოციალური საწარმოა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ხელოვნების გალერეას, მედიათეკას, არაფორმალური განათლების პლატფორმას, ყავის წერტილს და საჩუქრების მაღაზიას, საერთო სამუშაო ადგილთან ერთად.
ჩვენი სოციალური საწარმო მხოლოდ თვითდაფინანსებით მუშაობს. შემოსავლის თითოეული თეთრი კი საზოგადოებრივ-კულტურულ პროექტებს, ქველმოქმედებას და სივრცის შემოქმედებითად განვითარებას ხმარდება.

ფეხით ჭავჭავაძიდან ჩამოხვალთ, სკეიტპარკამდე
მანქანით პარკამდე მოხვალთ ორი გზით:
ნინო რამიშვილის 31 (პოლიციასთან)
ჭაბუა ამირეჯიბის 6 (რაგბის ფედერაციასთან).
კუბში შევხვდებით!

 

ფოტო და ვიდეო

“მნემონური” - გამოფენა კუბში

ადგილი