მკვდარი ძაღლები
თეატრი

მკვდარი ძაღლები

დასაწყისი: 19:30ასაკობრივი შეზღუდვა: +12დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება. 
მკვდარი ძაღლები
10 Gia Abesadze Street, Tbilisi
advertising
ქართული

აღწერა

სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ, იბსენის შემდეგ ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი დრამატურგის, იუნ ფოსეს პირველ დადგმას საქართველოში. იუნ ფოსე ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ინსცენირებული ავტორია ევროპულ სცენაზე. მისი პიესები, რომანები, პოეზია, ესეები და საბავშვო წიგნები ორმოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. იგი 2010 წელს პრესტიჟული „იბსენის საერთაშორისო პრემიის“ მფლობელი გახდა.

სპექტაკლზე:

ახალგაზრდა კაცი დედასთან და საყვარელ ძაღლთან ერთად პატარა, მშვიდ სოფელში ცხოვრობს. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ძაღლი სახლიდან გაიქცევა და აღარ დაბრუნდება. მსგავსი არაფერი აქამდე არ მომხდარა. იუნ ფოსეს მწარე ირონიით სავსე დრამა ადამიანური ურთიერთობების უცნაურ გზებზე გვატარებს, სადაც ერთმანეთისგან გაუცხოებული ოჯახის წევრები ერთმანეთს ახლიდან გაიცნობენ.

ფოტო და ვიდეო

მკვდარი ძაღლები

ადგილი

სამეფო უბნის თეატრი
სამეფო უბნის თეატრი
10 Gia Abesadze Street, Tbilisi
სამეფო უბნის თეატრი — თეატრი თბილისში, რომელიც მდებარეობს გია აბესაძის 10-ში, სოლოლაკში. შენობა, რომელშიც თეატრია განთავსებული, აგებულია 1875 წელს, როგორც სინაგოგა. ამ თეატრში მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას ქართველი თეატრის ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე, დათო საყვარელიძე, ცოტნე ნაკაშიძე, მაკა მახარაძე, მხატვრები: მურაზ მურვანიძე, გუგა კოტეტიშვილი, ანკა კალატოზისვილი. მსახიობები: იზა გიგოშვილი, მედეა ჩახავა, თამარ სხირტლაძე, მარლენ ეგუტია, ნატა მურვანიძე, ნინო ბურდული, ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა, ლევან ყოციაშვილი, ეკა ჩხეიძე, გიორგი ნაკაშიძე, ლეო ანთაძე, მალხაზ აბულაძე და სხვ. 2004 წელს თეატრში დაარსდა შემოქმედებითი სახელოსნო ბატონ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2003 წლიდან) არის საქართველოს სახალხო არტისტი მერაბ თავაძე.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება
გამოიწერეთ სიახლეები, მოგვყევით.