წარდგენილი იქნება პიანისტ გერმან მარხასინის სოლო პროგრამა, რომელიც მიძღვნილია მინიმალისტური მუსიკისადმი.
კონცერტი გაიმართება უნიკალურ XVII საუკუნის ისტორიულ შენობაში — დარბაზი ფორაქიშვილებში, იშვიათ არქიტექტურულ სივრცეში, რომელიც მუსიკას განსაკუთრებულ ატმოსფეროს სძენს.
მინიმალიზმი XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური მიმდინარეობაა. გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი, ის მომხიბვლელია თავისი სისუფთავითა და სიმარტივით. ეს მუსიკა მსმენელს კონცენტრაციისა და მედიტაციური მდგომარეობისკენ მიმართავს და ცვლის დროისა და სივრცის აღქმას.
პროგრამაში შედის წამყვანი მინიმალისტი კომპოზიტორების ნაწარმოებები:
ფილიპ გლასი, ჯონ კეიჯი, ჯონ ადამსი, მაიკლ ნაიმანი და არვო პარტი.
გერმან მარხასინი — პიანისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მუსიკალური პროგრამების კურატორი და თეატრალური წარმოდგენების მუსიკალური ხელმძღვანელი. კონცერტებით გამოსულა რუსეთში, სომხეთში, საქართველოში, ბულგარეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ლატვიაში, სერბეთსა და ისრაელში.
პროგრამა:
Arvo Pärt - Für Alina;
Philip Glass - Mad Rush, Satyagraha, Selected Etudes;
John Cage - In a Landscape;
John Adams - China Gates;
Michael Nyman - Big My Secret (from The Piano), The Heart Asks Pleasure First I (from The Piano);
ასაკი: 6+
შესასვლელი მდებარეობს Kopala Hotel-ის შესასვლელის პირდაპირ
