Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში

Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში

Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში
29 Rustaveli Ave., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 50
advertising
ქართული

აღწერა

თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება

23-25 ივნისს სასტუმრო ბილტმორ თბილისი მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს “Mind Game, ფეხბურთი გონების თამაში” უმასპინძლებს. სამდღიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავს.

ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს “OT Sportmanagement”-ის მიერააა ორგანიზებული, მისი მიზანი საქართველოში, პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები, თანაბრად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა და პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელების, ფიზ. მომზადების მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების, სპორტის მეცნიერების, სპორტული მენეჯერებისა და სპორტსმენების მშობლებისათვის.

ფორუმის მთავარი სპიკერი გიორგი ქოჩორაშვილი პანელური დისკუსიის ფარგლებში სტუმრებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დეტალურად განიხილავენ იმ 4 მთავარ მიმართულებას, რომლითაც ფასდება ფეხბურთელი: ტაქტიკური, ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური.

დაგეგმილია 2 დამოუკიდებელი ლექცია: ქალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის.

გაიმართება პირველი, ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნის ,,გზამკვლევი’’ პრეზენტაცია, რომელიც შედგება 15 სხვადასხვა თავისგან და მკითხველს ინფორმაციას აწვდის სპორტსმენის განვითარების ეტაპზე, ფიზ. მომზადებაზე, კვებაზე, ძილის მნიშვნელობაზე, დატვირთვის მართვაზე, ფეხბურთის ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელების, მათი მშობლების, მწვრთნელებისთვის.

ფორუმის სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორია Setanta Sports. მედია პარტნიორი - პალიტრა მედია. პარტნიორები: TKT.ge, მთის წყალი, ალდაგი.

 

ფორუმის საკითხები

“ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება”

სპიკერი: ხავი ნავარო - ლევანტეს აკადემიის მეთოდოლოგიისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

“კვების როლის მნიშვნელობა ფეხბურთელების სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებისთვის”

სპიკერი: სტელა მირიჩი - პერფორმანს ნუტრიციოლოგი

“სავარჯიშო და სათამაშო დატვირთვების მართვა”

სპიკერი: ჯეიმს მელოუნი - ლივერპულის და ევერტონის პირველი გუნდის ყოფილი სპორტის მეცნიერი. ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი.

,,ვიდეო ანალიტიკის როლი ფეხბურთელის ტაქტიკური განსწავლულობის განვითარებაში’’

სპიკერი: ჩავი კამპსი - ვიდეო ანალიტიკოსი, სკაუტი

“მენტალური ჯანმრთელობა და წნეხის მართვის ტექნიკები”

სპიკერი: საბა ეფრემიძე - სპორტული ფსიქოლოგი

„ფეხბურთი, როგორც სოციალური მოწყობის მოდელი“

სპიკერი: ზურაბ ორაგველიძე - OT Sportmanagement-ის დამფუძნებელი

“ინგლისური ენის მნიშვნელობა სპორტსმენებისთვის”

სპიკერი: ანა ვაწაძე - საფეხბურთო ინგლისურის კურსის მასწავლებელი.

 

ბილეთები:

3-დღიანი აბონემენტი (მოიცავს ჯამურად 15 ლექციას - 19 აკადემიურ საათს) I კალათა - 300 ლარი

3-დღიანი აბონემენტი (მოიცავს ჯამურად 15 ლექციას - 19 აკადემიურ საათს) II კალათა - 400 ლარი

23 ივნისს 18:00 საათზე დამოუკიდებელი ბილეთი პერფორმანს ნუტრიციოლოგის (სტელა მირიჩი) ლექციაზე მხოლოდ ქალი ფეხბურთელებისთვის - 50 ლარი

24 ივნისს 18:00 საათზე დამოუკიდებელი ბილეთი ხავი ნავაროს (კვირის სავარჯიშო მიკროციკლი) რომელიც გაიმართება მხოლოდ მწვრთნელებისთვის (ორივე სქესი) - 50 ლარი

25 ივნისს 19:00 საათზე დამოუკიდებელი ბილეთი ჯეიმს მელოუნის (პერიოდიზაცია) ლექციაზე, რომელიც გაიმართება მხოლოდ მწვრთნელებისთვის (ორივე სქესი) -50 ლარი

 

 

ასაკობრივი შეზღუდვა: 12+

რეგისტრაციის დაწყების დრო 09:30. ფორუმის დასაწყისი 11:00

 

ლინკები:

https://www.facebook.com/setantageo

https://www.instagram.com/setantageo/

https://www.facebook.com/Kochora14

https://www.instagram.com/g.kochora14/

ფოტო და ვიდეო

Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში

ადგილი

The Biltmore Tbilisi Hotel
Biltmore Tbilisi Hotel არის პირველი მინის ცათამბჯენი საქართველოში და ყველაზე მაღალი სასტუმრო კავკასიაში. სასტუმრო იდეალურად მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ და კულტურულ უბანში განსაცვიფრებელი ხედებით. გრანდიოზული ლობი, გაპრიალებული მარმარილოს იატაკით, ბროლის ჭაღებით და უხეში სვეტებით, ასახავს წარსული ეპოქის ნოსტალგიას, ეხმიანება სოციალური ელიტის ხიბლსა და პრესტიჟს და სტუმრებს გადაჰყავს ფუფუნების ატმოსფეროში, რომელიც აქამდე არ უნახავს ან არ განიცდიდა სხვებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება