შუა კარიერული კრიზისი - როდის ჩნდება და როგორ ვუპასუხოთ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
შუა კარიერული კრიზისი - როდის ჩნდება და როგორ ვუპასუხოთ

შუა კარიერული კრიზისი - როდის ჩნდება და როგორ ვუპასუხოთ

შუა კარიერული კრიზისი - როდის ჩნდება და როგორ ვუპასუხოთ
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან80
advertising
ქართული

განრიგი

27.01.2026
სამშაბათი
19:00
80

აღწერა

აზროვნების აკადემიაში გაიმართება მედეა ტაბატაძის მასტერკლასი თემაზე: „შუა კარიერული კრიზისი - როდის ჩნდება და როგორ ვუპასუხოთ".

კარიერის შუა ეტაპზე ბევრი პროფესიონალი აღმოჩნდება მდგომარეობაში, როცა სამუშაო, რომელიც წლების განმავლობაში მოტივაციას და იდენტობას განსაზღვრავდა, აღარ არის საინტერესო, აღარ აღძრავს განვითარების სურვილს და იწვევს შინაგან დაღლილობას. ჩნდება კითხვები:

 ეს პროფესიის ბრალია? ორგანიზაციის? თუ ცხოვრების ბუნებრივი ეტაპია, რომელსაც ახლა გავდივარ?

 მასტერკლასზე განვიხილავთ შუა კარიერული კრიზისის ანატომიას - რატომ ინგრევა „შთამბეჭდავი კარიერის“ ილუზია, როგორ მოქმედებს ორგანიზაციული ბარიერები და ჩვენი საკუთარი აღქმები სამუშაოზე და რა ხდება მაშინ, როცა გამოცდილება იზრდება, მაგრამ შინაარსი იკარგება.

 მასტერკლასი პრაქტიკულ ჭრილში აჩვენებს, როგორ შეიძლება ამ კრიზისზე რეაგირება არა როგორც ჩავარდნაზე, არამედ როგორც გარდამტეხ ეტაპზე - გადაფასების, მიმართულების შეცვლის ან პროფესიული რესტარტის შესაძლებლობაზე.

 მასტერკლასზე ვისაუბრებთ:

 როდის დგება და რა არის შუა კარიერული კრიზისი და რა ძირითადი სიმპტომებით გამოიხატება;

 რას ნიშნავს U ფორმის მრუდი კარიერაში;

 პროფესიული დაღლა vs ღირებულებების კრიზისი;

 შუა კარიერული კრიზისის ხელშემწყობი პროფესიული ბარიერები;

 მედეგობა და ემოციური დისბალანსი კარიერის შუა ეტაპზე;

 რეკომენდებული სტრატეგიები კრიზისის დასაძლევად.

 მასტერკლასი განკუთვნილია:

 პროფესიონალებისთვის 20+ ან მეტწლიანი სამუშაო გამოცდილებით

 მენეჯერებისთვის, რომლებიც გრძნობენ, რომ ერთ პოზიციაზე არიან ,,გაყინული“;

 მათთვის, ვისაც სურს გაარკვიოს, არის თუ არა სამსახურში არსებული უკმაყოფილება პროფესიული პრობლემა თუ ცხოვრებისეული ეტაპი;

 გამოცდილ სპეციალისტებისთვის, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ჯერ კიდევ ეძებენ დასაქმების შესაძლებლობებს.

 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

ფოტო და ვიდეო

შუა კარიერული კრიზისი - როდის ჩნდება და როგორ ვუპასუხოთ

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება