ლეგენდარული ანტიუტოპია, ყველაზე ძვირადღირებული პროექტი გერმანული მუნჯი კინოს ისტორიაში, რომელმაც სტუდია თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა და ამავდროულად, კინოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება განსაზღვრა.
„მეტროპოლისი“ – მომავლის ქალაქი – გაყოფილია ორ ნაწილად. მიწის ქვეშ მუშების საცხოვრებელი კვარტლებია, ხოლო მათ ზემოთ – ქარხნები და მანქანების ცეხები. ზედა ქალაქში განლაგებულია ოფისები, მდიდრული უბნები და გასართობი ბაღები. ქალაქის მთელ ძალაუფლებას მაგნატი იოჰან ფენდერსონი ფლობს. მისი ვაჟი, ფრედერი, ხვდება იმ უსამართლობას, რომელიც მეტროპოლისში სუფევს. როცა ის მანქანების ზონაში ჩადის, საშინელი სურათის მოწმე ხდება. ამ დანახულის მიღება მისთვის შეუძლებელია, ამიტომ ფრედერი ბოროტებასთან ბრძოლის გზას ირჩევს.