მეტრო თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მეტრო

მეტრო

მეტრო
7, ერეკლე II მოედანი (თელავი)
ბილეთის ფასი
დან10 ₾
ქართული

განრიგი

08.10.2026
ხუთშაბათი
19:00
10 ₾
09.10.2026
პარასკევი
19:00
10 ₾

აღწერა

სპექტაკლის არსი თანამედროვე ქართული საზოგადოების სახის ჩვენებაა, რომელსაც მეტროს დახურულსივრცეში სულ სამი პერსონაჟი: ორი მამაკაცი და ერთი ქალი განასახიერებს. სიცოცხლის წრესთანგაიგივებული მეტროს წრიული ხაზი ქმნის ფონს საზოგადოების ძირეული პრობლემების წარმოსაჩენად. ნდობის დაკარგვა, ფასადურობა, გაუცხოება და სოციალური ქსელებისათვის დამახასიათებელიმოჩვენებითობა და სიყალბე- ეს ყოველივე ეღობება წინ ადამიანის პირველად მოთხოვნილებას მეორეადამიანთან დალაპარაკებისა, გაზიარებისა, თანაგრძნობის მიღებისა.. სატირისა და ირონიის ფორმითგადმოცემული ეს ამბავი თეატრალური აბსურდის სახეს იძენს. ის, რასაც მაყურებელი რეჟისორისა და  არტისტების წყალობით სცენაზე დაინახავს თამამი ექსპერიმენტია, რომელმაც თანაბრად შეიძლებაგამოიწვიოს როგორც სიცილი, ასევე ტირილი. ამ ყოველივეს კი  შესაძლებელს ხდის მცირე დარბაზი, მისთვის დამახასიათებელი კამერულობითა და მაყურებლისა და მსახიობისურთიერთდაკავშირებულობით.

ფოტო და ვიდეო

მეტრო

ადგილი