მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში

მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში

მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში
57, Tina Iosebidze Str., Tbilisi
ბილეთის ფასი
დან60
ქართული

განრიგი

29.09.2026
სამშაბათი
20:00
60

აღწერა

 

💡 29 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში"


ლექცია „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ ეძღვნება პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობას ქრისტიანული ხედვის კონტექსტში და იმ პროცესს, რომლის გარეშეც არც პიროვნული და არც სულიერი განვითარება სრულფასოვნად არ არსებობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმას, რას ნიშნავს საკუთარი ბუნების მიღმა განვითარება, როგორ უკავშირდება მეტამორფოზა პიროვნებად ჩამოყალიბებას და რატომ შეიძლება ადამიანი შინაგანი გარდაქმნის გარეშე ინდივიდუალიზმისა და ეგოცენტრულობის საზღვრებში დარჩეს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეტამორფოზის ქრისტიანულ გაგებას, ფერისცვალების მნიშვნელობასა და ადამიანის სულიერი გარდაქმნის მიზანს - ღმერთის შეცნობას, მის ენერგიებთან ურთიერთობასა და მასთან სიახლოვისკენ სწრაფვას.


შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

 

ფოტო და ვიდეო

მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში

ადგილი

აზროვნების აკადემია
აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება