დისტანციები:
● Სახალისო გარბენი: 6კმ, 300+ ვერტიკალური მეტრი
● თრეილი: 21კმ, 1,000+ ვერტიკალური მეტრი
● სამთო მარათონი: 42კმ, 2,400+ ვერტიკალური მეტრი
● მესტია ულტრა: 70კმ, 4,500+ ვერტიკალური მეტრი.
მესტია ულტრას ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსოთ წინასწარი საკვალიფიკაციო განაცხადი (https://www.traillab.ge/mestia/ultra-application/) და გამოგზავნოთ დასადასტურებლად. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.
● მესტია 100კმ: 105კმ, 6,400+ ვერტიკალური მეტრი.
მესტია 100-ის ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსოთ წინასწარი საკვალიფიკაციო განაცხადი (https://www.traillab.ge/mestia/ultra-application/) და გამოგზავნოთ დასადასტურებლად. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.
---------------------------------------------------------------------------
ღონისძიება ტარდება 18-19 ივლისს და მასპინძლობს თავგადასავლების ყველა მაძიებელს - გამოცდილ, მოყვარულ თუ დამწყებ მორბენლებს. უკლებლივ ყველას ექნება შესაძლებლობა, თრეილრანინგში გამოსცადოს თავი და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აირჩიოს სასურველი დისტანცია 6-დან 100 კილომეტრამდე.
ღონისძიების ფარგლებში გარბენები ხუთ დისტანციაზე იმართება. ყველა დისტანციის სტარტი და ფინიში მესტიის ცენტრში იქნება.
დეტალურად თითოეული დისტანციის შესახებ:
1. ფან რანი: 6კმ, 300+მ
როგორც წესი ღონისძიების ყველაზე ხალხმრავალი და მხიარული შეჯიბრია. გარბენის მონაწილეებს გზაზე ტყის ბილიკები და მესტიისა ლამაზი ხედები ელოდება.
2. თრეილი: 21კმ, 1,000+მ
გრძელი დისტანციებიდან ყველაზე მოკლე, თუმცა მაინც საკმაოდ რთული ნახევარმარათონი. მარშუტი ადის ზურულდის სათხილამურო ტრასის თავზე. ულამაზესი ხედები ბილიკებზე სირბილის სირთულეს სრულად დააკომპენსირებს.
3. მარათონი: 42კმ, 2,400მ
ეს სტანდარტული მარათონი არ გეგონოთ, 42 კმ-იანი წრე იწყება და სრულდება მესტიის ცენტრში, კვეთს ტყის მასივს, ადის რამოდენიმე პიკზე და ხეობებში ეშვება. სხვა გარბენების მსგავსად, მონაწილეებს აქაც ულამაზები ხედები ელით.
4.მესტია ულტრა : 70კმ, 4,500მ
ეპიკური 70 კილომეტრი! იწყება მესტიის ცენტრში და უამრავ ულამაზეს ადგილს გაივლის, მათ შორის პატარა სვანურ სოფლებს. 70 კმ-იანი გარბენი 100-იანი მარშრუტის უმეტეს ნაწილს იმეორებს.
5. მესტია 100: 105კმ, 6,400+მ
100 კილომეტრიანი მარშრუტი 70-იანის ბილიკს სრულად იმეორებს და გარდა ამისა ემატება 30 კილომეტრიანი წრე, რომელიც ისტორიული სოფელი ადიშისკენ ეშვება და ისევ ზემოთ, თეთნულდის საბაგიროსთან ამოდის. გარბენის დაწყებიდან სულ რამოდენიმე კილომეტრში კი, მორბენლები მარშრუტის 3400 მეტრზე მდებარე, უმაღლეს წერტილს მიაღწევენ, რომელიც ზედ გადაჰყურებს ქორულდის ტბებს, ხოლო მეორე მხარეს უშბის ხედი იშლება.
მთლიანობაში, მორბენლებს რამოდენიმე, საკმაოდ ციცაბო და გამოწვევებით სავსე აღმართს ავლა მოუწევთ,, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2600 მეტრია.
მონაწილეებმა გარბენის მოცემული საკონტროლო/საკვები პუნქტები უნდა გადაკვეთონ და მიაღწიონ ფინიშის ხაზს განსაზღვრულ დროის ლიმიტებში:
1. Სახალისო გარბენი - 02:00 საათი
2. სამთო გარბენი- 04:00 საათი
3. სამთო მარათონი- 10:00 საათი
4. მესტია ულტრა - 22:00 საათი
5. მესტია 100 - 30 საათი - 1 საკონტროლო პუნქტი
