დროებითი გამოფენების დახურვის ღონისძიება თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
დროებითი გამოფენების დახურვის ღონისძიება

დროებითი გამოფენების დახურვის ღონისძიება

დროებითი გამოფენების დახურვის ღონისძიება
59, M. Kostava Str., Tbilisi
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

დროებითი გამოფენების დახურვის ღონისძიება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში – 29 აპრილი, 18:00-20:00

 

გიწვევთ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დროებითი გამოფენების დახურვის ღონისძიებაზე, რომელიც 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის აპრილამდე კვლევაზე დაფუძნებული პროექტების ფარგლებში განხორციელდა. 

 

 დახურვის ღონისძიების პროგრამა:

1. თამუნა ჭაბაშვილი – მოარული ამბები: შუქით ნაქსოვი დროის ძაფები
 18:00-18:45

ხელოვანი თამუნა ჭაბაშვილი სახელოვნებო ტურს და პრეზენტაციას გამართავს, სადაც აუდიტორიას თავის კვლევით პრაქტიკასა და მუზეუმში წარმოდგენილ ინსტალაციაზე მუშაობის პროცესს გააცნობს. ინსტალაცია აერთიანებს ხელოვანის საარქივო კვლევაზე დაფუძნებულ რეფლექსიას ტექსტილის, მეხსიერებისა და დაუცველობის თემატიკის ირგვლივ.

 

2. პერფორმატიული კითხვა: ძალაუფლების ტაქსონომიები – ფოტო ამბები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმიდან, კურატორები: ალაინა კლერ ფელდმანი, მარიამ შერგელაშვილი
 19:00-19:30

მუზეუმის საგამოფენო პროექტების კურატორი მარიამ შერგელაშვილი და საგამოფენო მიმართულების სტაჟიორთა გუნდი წარმოგიდგენთ კოლექტიურ პერფორმატიულ კითხვას გამოფენის თემაზე. გამოფენა ადრეული მე-20 საუკუნის მინის ნეგატივების კოლექციას წარმოადგენს, რომელიც აბრეშუმის ჭიის ბიოლოგიის მიკროსკოპულ კვლევას ასახავს.

კითხვის პერფორმანსი მოიცავს გამოფენის ფარგლებში გამოცემული ამავე სახელწოდების წიგნიდან ამონარიდებს, ასევე გამოფენის შესახებ ახალ ტექსტებსა და მხატვრულ ინტერპრეტაციებს.

მონაწილეები: მარი ბაბაევი, ნინი მოსიავა, ლიზა კალანდია, მარიამ შერგელაშვილი.

დასწრება თავისუფალია.

ფოტო და ვიდეო

დროებითი გამოფენების დახურვის ღონისძიება

ადგილი

Silk Factory Studio
Silk Factory Studio წარმოადგენს მულტიფუნქციურ სივრცეს, სადაც გაერთიანებულია საქართველოში ყველაზე დიდი რესურსის მქონე კინოგაქირავების ბაზა, პავილიონები, კინოს, ხმის, პოსტ პროდაქშენ სტუდიები, სამხატვრო გალერეა, თეატრი, სამკერვალო და რეკვიზიტები. კომპანია მიზნად ისახავს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროდუქტის შექმნას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება