მეგური თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მეგური

მეგური

მეგური
25 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან10
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

უნიკალური ბუტო წარმოდგენა, სადაც ზღვის ადიდებული ენერგია და მიწის სიჩუმე მაყურებლის სულს ერთიან ციკლად აკავშირებს.

 

„ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური საცეკვაო თეატრი, რომელიც კი ოდესმე გინახავთ.“ - ნიუ იორკ თაიმსი

 

MEGURI — „ადიდებული ზღვა, წყნარი მიწა“ საერთაშორისოდ ცნობილი იაპონური ავანგარდული ცეკვის კომპანიის „სანაკი ჯუკუს“ ლეგენდარული დამფუძნებელის, უშიო იამაგაცუს მიერაა შექმნილი 2015 წელს. წარმოდგენა შვიდნაწილიანი, 90-წუთიანი ნამუშევარია, რომელიც ციკლურ პროცესებს იკვლევს — წყლის მოძრაობას, სეზონურ ცვლილებებს და დედამიწის გრძელვადიან გარდაქმნებს. ბუტოს უნიკალური გამომსახველობითი ფორმით გადმოცემული ნამუშევარი გაყინულ სცენურ სურათებს, რიტუალიზებულ ჯგუფურ ფორმაციებს აერთიანებს - მინიმალისტური, ამაღელვებელი მუსიკის ფონზე. ეს ყველაფერი დროის პერიპეტიების, სეზონების ციკლის, გარემოს ცვლილებების ანუ დედამიწის გარდაქმნის პროცესია.

 

„მეგური“ კი პიქტოგრაფიული ნიშანი, რომელიც იმ ყველაფრის სიმბოლოს წარმოადგენს, რაც ბრუნავს, როგორც დედამიწა, კონტინენტთა და ოკეანეთა
სივრცეში ცირკულირებული ჰაერი, წყლების დინებათა სისტემა... თეთრი მტვრით დაფარული და თავგადაპარსულნი მსახიობები ნელი დინებასავით მოძრაობენ და მეხსიერების წაშლას, ხელახლა დაბადებას განასახიერებენ.

ფოტო და ვიდეო

მეგური

ადგილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი — ოპერის სახლი ქ. თბილისში, საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება