„მექანიკური ფორთოხალი“ მორიგ დაუვიწყარ საღამოს გიმზადებთ.
საღამო თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება, სადაც თქვენ შეხვდებით არტისტებს:
Julia Sandstorm / ჯულია სანდსტორმი - შვედი არტისტი და პროდიუსერი, რომელიც თავის შემოქმედებაში აერთიანებს ტომობრივ, ლათინურ და მელოდიურ ჰაუსს - როკის, ბლუზისა და სოულის ელემენტებით. ჯულიას საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს ისეთ ფესტივალებს როგორებიცაა: „The Burning Man, Bedouin, Cova Santa, Red Rocks და სხვა. არტისტის ჩანაწერებს შეხვდებით ლეიბლებზე: Insomniac Records, Defected Records, Playground Music.
Hedda Stenberg / ჰედა სტენბერგი - არტისტი და პროდიუსერი შვედეთიდან, რომლის მოღვაწეობაც ამსტერდამსა და ბერლინში ვრცელდება. მისი სეტები მელოდიური ჰაუსისა და ინდი ჰაუსის შერწყმას მოიცავს. ჰედას დახვეწილი მუსიკალური გემოვნება მსმენელს დაუვიწყარ სამყაროში ამოგზაურებს. არტისტი მონაწილეობას იღებს ისეთ ფესტივალებში, როგორებიცაა: Thuishaven, Loveland, Paradiso, Het Sieraad, Pleinvrees, Into the Woods, Free Your Mind, Way Out West და Gardens of Babylon.
16 მაისს ღონისძიებას ასევე, გაამრავალფეროვნებს ქართველი არტისტი Tata Leban / „ტატა ლებან“ - რომელიც ქმნის რიტუალური ცეკვის რიტმს ღრმა, სოულ მუსიკალური ელემენტებით. მისი კარიერა იწყება ნიუ-იორკიდან და ტულუმიდან, სადაც მუსიკა გარდაიქმნება რიტუალად, ხოლო მოძრაობა - მედიცინად.
23:00-01:00 Tata leban
01:00-03:00 Julia Sandstorm
03:00- ბოლომდე - Hedda