Mechanical Orange თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
Mechanical Orange

Mechanical Orange

Mechanical Orange
8, სიონის ქ.
ბილეთის ფასი
დან 60
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

 „მექანიკური ფორთოხალი“ მორიგ დაუვიწყარ საღამოს გიმზადებთ.

საღამო თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება, სადაც თქვენ შეხვდებით არტისტებს:

Julia Sandstorm / ჯულია სანდსტორმი - შვედი არტისტი და პროდიუსერი, რომელიც თავის შემოქმედებაში აერთიანებს ტომობრივ, ლათინურ და მელოდიურ ჰაუსს - როკის, ბლუზისა და სოულის ელემენტებით. ჯულიას საერთაშორისო გამოცდილება მოიცავს ისეთ ფესტივალებს როგორებიცაა: „The Burning Man, Bedouin, Cova Santa, Red Rocks და სხვა. არტისტის ჩანაწერებს შეხვდებით ლეიბლებზე: Insomniac Records, Defected Records, Playground Music.

Hedda Stenberg / ჰედა სტენბერგი - არტისტი და პროდიუსერი შვედეთიდან, რომლის მოღვაწეობაც ამსტერდამსა და ბერლინში ვრცელდება. მისი სეტები მელოდიური ჰაუსისა და ინდი ჰაუსის შერწყმას მოიცავს. ჰედას დახვეწილი მუსიკალური გემოვნება მსმენელს დაუვიწყარ სამყაროში ამოგზაურებს. არტისტი მონაწილეობას იღებს ისეთ ფესტივალებში, როგორებიცაა: Thuishaven, Loveland, Paradiso, Het Sieraad, Pleinvrees, Into the Woods, Free Your Mind, Way Out West და Gardens of Babylon.

16 მაისს ღონისძიებას ასევე, გაამრავალფეროვნებს ქართველი არტისტი Tata Leban / „ტატა ლებან“ - რომელიც ქმნის რიტუალური ცეკვის რიტმს ღრმა, სოულ მუსიკალური ელემენტებით. მისი კარიერა იწყება ნიუ-იორკიდან და ტულუმიდან, სადაც მუსიკა გარდაიქმნება რიტუალად, ხოლო მოძრაობა - მედიცინად.

ფოტო და ვიდეო

Mechanical Orange

ადგილი

თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის (ქარვასლა) მუდმივმოქმედი ექსპოზიცია ასახავს თბილისის ისტორიას ძვ.წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები. ქარვასლას მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე ეთმობა მრავალფეროვან სახელოვნებო პროექტებს. მუზეუმში ასევე წარმოდგენილია „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ - სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერასა და განვითარებას.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება