16 მაისს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ძველი თბილისის ისტორიული ქარვასლის იდუმალ გვირაბებში.
სკენე - ქალაქის მიწისქვეშა თეატრია, ექსპერიმენტული პერფორმანსების სივრცე, სადაც ქართული ტრადიციები და მიწისქვეშა ისტორია ერთმანეთს ეხმიანება.
“მჭელი”-ს რეპერტუარი ძველ საექსპედიციო ჩანაწერებს და სანოტო კრებულებს აერთიანებს, რომლებიც ანსამბლის ხელმძღვანელმა, ეთნომუსიკოლოგმა, ქეთევან ბაიაშვილმა ქართულ სოფლებში კარდაკარ მოგზაურობით შეაგროვა და ამ საღამოზე, ის თავად გვიამბობს მათ შესახებ…
ეს არ არის მხოლოდ კონცერტი, ეს არის მოგზაურობა უძველეს ქართულ მისტერიებში.
ბილეთის ღირებულებაში შედის ნატურალური ქართული ღვინის დეგუსტაცია და ქართული ნუგბარი.
ლოკაცია: სიონის 8, (ღვინის მუზეუმის გვერდით)
დრო: 20:00
ბილეთის ფასი: 20 ლარი