ხანდაზმული განგსტერები — მარკი და ჰანსი — იდუმალი და ძლევამოსილი „ამერიკელის“ წინაშე ვალების მორევში ეხვევიან. გარდაუვალი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად ისინი გადაწყვეტენ ლაბორატორიიდან იშვიათი ვაქცინის გატაცებას — ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის, რომელიც იმ ადამიანებს აზიანებს, ვინც სიყვარულის გარეშე შედის ინტიმურ ურთიერთობაში.
ორი ულამაზესი ფრანგი მსახიობი ერთ ფილმში — Julie Delpy და Juliette Binoche.
განუმეორებელი და შეუცვლელი Jean-Yves Escoffier კამერა (სწორედ Leos Carax-ის ფილმებმა მოუტანა მას განსაკუთრებული აღიარება) ფერებს იჭერს — მკვეთრს, გამომწვევსა და მთლიანს. კადრს მიღმა ჟღერს Modern Love David Bowie-ს შესრულებით, ხოლო კადრში Denis Lavant მოძრაობის, ცეკვისა და ტკივილის შეტევებით შეწყვეტილი სპაზმური სირბილის ენით ცდილობს გადმოსცეს „თანამედროვე სიყვარულის“ იდეა.