მასტერკლასი ქალი მეწარმეებისთვის - გაბედე, რომ გაიზარდო! თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
მასტერკლასი ქალი მეწარმეებისთვის - გაბედე, რომ გაიზარდო!

მასტერკლასი ქალი მეწარმეებისთვის - გაბედე, რომ გაიზარდო!

მასტერკლასი ქალი მეწარმეებისთვის - გაბედე, რომ გაიზარდო!
Tbilisi, Georgia
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

განრიგი

17.03.2026
სამშაბათი
12:00

აღწერა

ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, 17 მარტს პროკრედიტ ბანკში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიება განკუთვნილია იმ მეწარმე ქალებისთვის, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ფლობენ ან კომპანიის მენეჯმენტში ლიდერულ როლს ასრულებენ, კომპანიის ზომისა და განვითარების ეტაპის მიუხედავად.

ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება თინათინ რუხაძე - ეისითი გლობალის (ACT Global) მმართველი პარტნიორი. მისი მასტერკლასი თემაზე „გაბედე, რომ გაიზარდო!“ შეეხება არჩევანს და იმ შინაგან გარდატეხას, რომელიც ცვლის ჯერ ლიდერს და შემდეგ მის ბიზნესს. ეს არის მასშტაბურად ფიქრისა და მოქმედების გაბედულებაზე. გაბედულებაზე, იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის შესაძლებლობებისა და ფინანსური ინსტრუმენტების მიმოხილვა და ღია დიალოგი მონაწილეებთან.

დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია რეგისტრაცია, რადგან ადგილები შეზღუდულია.

Women in Business (WiB) პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პროკრედიტ ბანკის, ევროკავშირის, შვედეთის და EBRD-ის თანამშრომლობით ხორციელდება და ქალი მეწარმეების მრავალმხრივ მხარდაჭერას გულისხმობს. 

პროგრამის ფარგლებში პროკრედიტ ბანკმა ქალთა მიერ მართულ კომპანიებში უკვე 4 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

📅 17 მარტი
🕒 12:00
📍 პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი. ქ, თბილისი, ალ. ყაზბეგის 21

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია: https://bit.ly/4r4SIKP

ფოტო და ვიდეო

მასტერკლასი ქალი მეწარმეებისთვის - გაბედე, რომ გაიზარდო!

ადგილი

Tbilisi
თბილისი — დედაქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში; 1922–1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380–600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 502 კმ² ფართობი უჭირავს და 1.152 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება