შეფ-მზარეული დიეგო გასტრო სკოლაში ბაზარი ორბელიანზე!
დიეგო ბუტილიონე, დაბადებული ბარიში, 1995 წლის 26 ივლისს, თავდაპირველად ბალეტს ეწეოდა და მსოფლიოს წამყვან სცენებზე გამოდიოდა. 2022 წელს ფეხის ტრავმის შემდეგ კარიერა დაასრულა და მთლიანად კულინარიას მიუძღვნა თავი.
2023 წელს დააარსა Gioia Mia, რომელიც იტალიურ პრემიუმ პროდუქტებს საქართველოს აწვდის. იმავე წელს გახდა MasterChef Georgia-ს პირველი უცხოელი ფინალისტი, რაც მისი ოფიციალური გადასვლა იყო კულინარიულ სამყაროში. დღეს იგი ცოდნას UG Culinary Academy-ის პროფესორის რანგში უზიარებს.
შეფ დიეგოსთან ერთად მოამზადებთ ლაზანია ალა ბოლონიეზესა და კლასიკურ ტირამისუს.
ისიამოვნეთ და შექმენით ტკბილი მოგონებები ჩვენთან ერთად!*
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
*აღნიშნულ ივენთზე ბილეთები უკან არ ბრუნდება