7 ნოემბერს - აკადემიაში - პოსტ-პანკისა და დარქუეივ მუსიკის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ამერიკელი მუსიკოსის - Mareux კონცერტი გაიმართება.
მუსიკოსი და პროდიუსერი არიან აშტიანი, რომელიც Mareux-ის ფსევდონიმით მოღვაწეობს, ქმნისმუსიკას, რომელიც გაჟღენთილია ლტოლვისა და წარსული სიყვარულის აჩრდილების ისტორიებით. სანამ 2021 წელს ვირუსულად გავრცელდებოდა მისი კომპოზიცია „The Perfect Girl“ (ჯგუფი The Cure-ის1987 წლის სიმღერის მისეული ინტერპრეტაცია), ლოს-ანჯელესში მოღვაწე არტისტი სტაბილურადიკრებდა ერთგულ, საკულტო თაყვანისმცემელთა წრეს, აღმოსავლეთ ევროპიდან სამხრეთ ამერიკამდე.
ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი პოსტ-პანკითა და დარქუეივით (darkwave) შთაგონებულისაცეკვაო სტილის — რომელიც ღრმა, ექოსებრი ვოკალითა და სევდიანი მელოდიებით ხასიათდება — განვითარების შემდეგ, ის საბოლოოდ წარადგენს თავის სადებიუტო ალბომს, Lovers From the Past, Warner Records/Revolution Records-ის ლეიბლზე. ეს არის ბნელი, თუმცა მაგნიტური მიმზიდველობისმქონე კომპოზიციების კრებული, რომელიც გულგატეხილობისა და ილუზიების მსხვრევის თემებსიკვლევს.
ინტერნეტში, ახალ თაობაში პოსტ-პანკისა და დარქუეივის მიმართ ინტერესის ხელახალ გაღვივებაშიშეტანილი წვლილის წყალობით, Mareux გოთური მუსიკის უახლესი, ინოვაციური მიმდინარეობისავანგარდში მოექცა. „მინდა ვიქცე კარიბჭედ უფრო ძველი სუბკულტურული ჟანრებისკენ იმადამიანებისთვის, რომლებიც ალტერნატიულ მუსიკას დღეს აღმოაჩენენ“, — აღნიშნავს მუსიკოსი.
------
21:00 - კარის გახსნა
23:00 - Mareux (კონცერტის დასაწყისი)
------
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარდაიშვებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება