7 ნოემბერი - MAREUX
მუსიკა, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ მოუსმენ. 7 ნოემბერს წარმოდგიდგენთ, პოსტ-პანკისა და დარქუეივ მუსიკის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ამერიკელი მუსიკოსის - MAREUX კონცერტს, აკადემიაში.
მუსიკოსი და პროდიუსერი არიან აშტიანი, რომელიც Mareux-ის ფსევდონიმით მოღვაწეობს, ქმნისმუსიკას, რომელიც გაჟღენთილია ლტოლვისა და წარსული სიყვარულის აჩრდილების ისტორიებით. სანამ 2021 წელს ვირუსულად გავრცელდებოდა მისი კომპოზიცია „The Perfect Girl“ (ჯგუფი The Cure-ის1987 წლის სიმღერის მისეული ინტერპრეტაცია), ლოს-ანჯელესში მოღვაწე არტისტი სტაბილურადიკრებდა ერთგულ, საკულტო თაყვანისმცემელთა წრეს, აღმოსავლეთ ევროპიდან სამხრეთ ამერიკამდე.
ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი პოსტ-პანკითა და დარქუეივით (darkwave) შთაგონებულისაცეკვაო სტილის — რომელიც ღრმა, ექოსებრი ვოკალითა და სევდიანი მელოდიებით ხასიათდება — განვითარების შემდეგ, ის საბოლოოდ წარადგენს თავის სადებიუტო ალბომს, Lovers From the Past, Warner Records/Revolution Records-ის ლეიბლზე. ეს არის ბნელი, თუმცა მაგნიტური მიმზიდველობისმქონე კომპოზიციების კრებული, რომელიც გულგატეხილობისა და ილუზიების მსხვრევის თემებსიკვლევს.
ინტერნეტში, ახალ თაობაში პოსტ-პანკისა და დარქუეივის მიმართ ინტერესის ხელახალ გაღვივებაშიშეტანილი წვლილის წყალობით, Mareux გოთური მუსიკის უახლესი, ინოვაციური მიმდინარეობისავანგარდში მოექცა. „მინდა ვიქცე კარიბჭედ უფრო ძველი სუბკულტურული ჟანრებისკენ იმადამიანებისთვის, რომლებიც ალტერნატიულ მუსიკას დღეს აღმოაჩენენ“, — აღნიშნავს მუსიკოსი.
კარის გახსნა: 21:00
ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანიპასუხისმგებელი პირის თანხლებით)
მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი - ძმები კაკაბაძეების ქ. N2
ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება