მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“
8, Griboedov street, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან17
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

ვოკალური მუსიკის საღამო

„ესპანური რიტმები“
 

ქეთევან ქემოკლიძე, მეცო-სოპრანო / საქართველო

ანდრეს სალადო, დირიჟორი / ესპანეთი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი


შესრულდება: საოპერო მუსიკა და სარსუელა


!!! დაგვიანებული მსმენელი დარბაზში არ დაიშვება კონცერტის მსვლელობისას

!!! 6 წლამდე ასაკის ბავშვები დარბაზში არ დაიშვებიან


თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის მოქმედებს 15% ფასდაკლება


ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო


ფესტივალის მხარდამჭერები:

- იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

- ესპანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში

- კომპანია ,,სილქჰოსფითალითი"


საინფორმაციო მხარდაჭერა:

- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიო

- რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა"

- რადიო პალიტრა

- საინფორმაციო პორტალი ამბები.ge

- ბილბორდ ჯორჯია

- yolo.ge


ქეთევან ქემოკლიძე, ქართველ ვოკალისტთა ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მილანის ლა სკალას აკადემიისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულია, სადაც 2023 წელს მიენიჭა სამუსიკო ხელოვნების დოქტორის წოდება.

იგი წარმატებით გამოდის მსოფლიოს წამყვან სცენებზე და მონაწილეობას იღებს პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებში. მეცო-სოპრანომ გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე, მათ შორისაა: პლასიდო დომინგოს “ოპერალია”, ტულუზას, ბარსელონას, ბელვედერის, ე. ობრაზცოვას და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსები.

მისი დისკოგრაფია მოიცავს: როსინის “სევილიელ დალაქი”, გუნოს “რომეო და ჯულიეტა” და “ფაუსტი”, ვერდის “ოტელო”, ბერლინის ოპერნ-გალა, მასნეს “ტაისი”, შტრაუსის “სალომე”, მენდელსონის “ზაფხულის ღამის სიზმარი”. ქეთევან ქემოკლიძეს უდიდესი წარმატებით აქვს შესრულებული ადრიანა ფერარეზეს (დონა ელვირას) როლი ლეგენდარული ესპანელი რეჟისორის კარლოს საურას ფილმში “მე, დონ ჯოვანი“.


ანდრეს სალადო, წარმატებული შემოქმედებითი კარიერის მქონე, დღესდღეობით ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და მოთხოვნადი დირიჟორია. სიმფონიური და საოპერო მუსიკის სფეროში მას წამყვანი პოზიციები უკავია ესპანეთის მნიშვნელოვან ორკესტრებთან და ამავე დროს, მზარდი საერთაშორისო აღიარებით სარგებლობს. იგი თანაბრად ანაწილებს დროსა და ენერგიას დირიჟორობასა და პედაგოგობას შორის. მას ამოძრავებს საზღვრების გარღვევის დაუღალავი სურვილი კლასიკურ მუსიკაში და განუწყვეტლივ ისწრაფვის მოძებნოს და დაამყაროს დიდი კავშირი ხელოვნებას, შემსრულებელსა და მსმენელს შორის.

ანდრეს სალადო ვალიესის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კოსტა რიკას ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

ფოტო და ვიდეო

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

ადგილი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია — საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია. წლების მანძილზე იგი იყო ამიერკავკასიაში ევროპული ყაიდის ერთადერთი სამუსიკო სასწავლებელი. კონსერვატორიის დაბადების თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი, 1947 წლიდან იგი ქართველი მომღერლის - ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება