საორგანო მუსიკის საღამო
რომან კრასნოვსკი
უკრაინა/ისრაელი
პროგრამაშია: იოჰან სებასტიან ბახის (1685-1750), ფელიქს მენდელსონ-ბართოლდის (1809 – 1847), იოჰანეს ბრამსის (1833-1897), იოჰან კრისტიან ჰაინრიხ რინკის (1770-1846), გეორგი კურკოვისა (უკრაინელი კომპოზიტორი) (1954*) და რომან კრასნოვსკის (1955*) ნაწარმოებები.
!!! დაგვიანებული მსმენელი დარბაზში არ დაიშვება კონცერტის მსვლელობისას
!!! 6 წლამდე ასაკის ბავშვები დარბაზში არ დაიშვებიან
თიბისი კონცეპტის მომხმარებელთათვის მოქმედებს 15% ფასდაკლება
ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო
ფესტივალის მხარდამჭერები:
- იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
- ესპანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში
- კომპანია ,,სილქჰოსფითალითი"
საინფორმაციო მხარდაჭერა:
- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
- აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიო
- რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა"
- რადიო პალიტრა
- საინფორმაციო პორტალი ამბები.ge
- ბილბორდ ჯორჯია
- yolo.ge
რომან კრასნოვსკი, წარმოშობით უკრაინელი ორგანისტი, 1990 წელს ემიგრირდა ისრაელში. გასულ წლებში „რუბინის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის“ (იერუსალიმი) ასისტენტ პროფესორი, ამჟამად, კარმიელის კონსერვატორიის პროფესორია. იგი კონცერტებს მართავს ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, იტალიაში, ა.შ.შ.-ში და მასტერკლასებს ატარებს საორგანო სხვადასხვა პროგრამისა და კურსის ფარგლებში.
მისი რეპერტუარის ფართო სპექტრი მოიცავს ბაროკოსა და კლასიციზმის ეპოქებს, რომანტიზმსა და XXI საუკუნის მუსიკას. მისი ინიციატივით დაფუძნდა რეგულარული „საორგანო კონცერტების სერია“.
რომან კრასნოვსკის კონცერტი, თბილისში, შესრულდება “Alexander Schuke Potsdam” - ის ფირმის 3 მანუალიან, 40 რეგისტრიან ორგანზე - ერთადერთი საკონცერტო ორგანი საქართველოში, რომლის კურთხევა კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოხდა 1963 წელს.
