პატარა ქალები თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
პატარა ქალები

პატარა ქალები

პატარა ქალები
36, Dzmebi Zubalashvilebi Str.
ბილეთის ფასი
დან 15
advertising
ინგლისური, რუსული

აღწერა

პასტორალური კოსტუმირებული ფილმი „ბარბის“ შემქმნელისგან, 1994 წლის კლასიკური საოჯახო ფილმის რიმეიქი.

ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში, ოთხი სრულიად განსხვავებული და (სირშა რონანი, ემა უოთსონი, ფლორენს პიუ და ელაიზა სკანლენ) იზრდება. ისინი ელიან, რომ მამა ომიდან დაბრუნდება, ოცნებობენ ნათელ მომავალზე, უყვარდებათ (თიმოთი შალამე, რა თქმა უნდა), კამათობენ და რიგდებიან, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, უყვართ და მხარს უჭერენ ერთმანეთს.

როგორც „ბარბიში“ დავინახეთ, გრეტა გერვიგს ძლიერ ქალი პერსონაჟები უყვარს (და სუსტი კაცებისადმი თანაგრძნობას იჩენს). ალბათ სწორედ ამიტომ მიიზიდა „პატარა ქალების“ ისტორიამ. ამავე სახელწოდების წიგნის ავტორმა, ლუიზა მეი ალკოტმა, თავისი დროისთვის უნიკალური ქალი პერსონაჟი შექმნა — საკუთარი ალტერ ეგო სახელად ჯო, რომელიც მწერლობაზე და დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა. ახალგაზრდობაში ალკოტი მშობლებს გაქცეული მონების შეფარებაში ეხმარებოდა და მოგვიანებით გახდა პირველი ქალი მასაჩუსეტსში, რომელიც ხმის მიცემისათვის დარეგისტრირდა.

ოსკარი საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის.

ფოტო და ვიდეო

პატარა ქალები

ადგილი

Art.Cinema
დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო არჩევანი Eng და Rus სუბტიტრებით
ამ ადგილის ყველა ღონისძიება