Gastronome Wines & Spirits-ში ღვინის მოყვარულებისთვის მალბეკის მასტერკლასი ჩატარდება, სადაც წითელი ყურძნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ჯიშს გაეცნობით.
მიუხედავად იმისა, რომ მალბეკის სამშობლოა საფრანგეთია, მისი საუკეთესო გამოხატულება არგენტინაში გვხვდება, სადაც მაღალმთიანი ვენახები ღვინოს ინტენსიურ არომატსა და დაბალანსებულ სტრუქტურას ანიჭებს.
დეგუსტაციაზე დააგემოვნებთ მალბეკის ოთხ სხვადასხვა სტილს:
1) DiamAndes Malbec – კლასიკური არგენტინული მალბეკი, რომელიც ჯიშის ტიპური გამოხატულებაა.
2) DiamAndes Malbec–Syrah – ბლენდური ღვინო ხილის ნოტებითა და სურნელოვანი სანელებლებით.
3) Catena Zapata Malbec – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არგენტინელი მწარმოებლის ღვინო, რომელიც უფრო კონცენტრირებული და კომპლექსურია.
4) Catena Zapata Nicasia Vineyard Malbec – ღვინო უკოს ხეობიდან, რომელიც მალბეკის მაქსიმალურ სიღრმესა და ტერუარის ხასიათს გამოხატავს.
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
ლოკაცია: Wines & Spirits, ი. აბაშიძის 86
ხანგრძლივობა: 1.5 – 2 სთ
მასტერკლასი ჩატარდება ქართულ ენაზე.