მაია ბარათაშვილი და ჯგუფი "შინ" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO
მაია ბარათაშვილი და ჯგუფი

მაია ბარათაშვილი და ჯგუფი "შინ"

მაია ბარათაშვილი და ჯგუფი "შინ"
2/4 Shota Rustaveli Ave, Tbilisi
ბილეთის ფასი
დან 40
advertising
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

პროექტი Georgia in your mind ანსამბლ შინის და მაია ბარათაშვილის მონაწილეობით გათვლილია ექსპერიმენტულ ხელოვნებაზე ორიენტირებულ ქართველ და უცხოელ მსმენელზე. რეპერტუარი შედგება ცნობილი ქართველი და ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებისგან, რომელთა არანჟირების დროს ანსამბლ შინის მიერ უხვად არის გამოყენებული ქართული ფოლკლორული მუსიკის, ასევე მსოფლიო მუსიკის (ესპანური ფლამენკო, ბალკანური რითმები, ინდური რაგები,ჯაზი ) ელემენტები. პროექტი სამ სამიზნე ჯგუფზე მუშაობს - ქართული ხალხური მუსიკის მოყვარულთა, ჯაზისა და  მსოფლიო მუსიკის მოყვარულთა ჯგუფებზე. პროგრამაში განხორციელებულია თამამი ექსპერიმენტები  - ერთ კომპოზიციაში აჟღერებული ჰერბი ჰენქოქი და რევაზ ლაღიძე, ჯონ მაქლაჰლინი, სტივენ სონდჰაიმი, ჯო ზავინული, ინოლა გურგულია, შესრულდება ზაზა მიმინოშვილის საავტორო მუსიკაც. პროგრამაში ჩართულია ქართული ხალხური და თანამედროვე ცეკვის ელემენტები.  პროექტის ფარგლებში შესრულებული  კომპოზიციები აერთიანებს მსოფლიო მუსიკალური საგანძურის ყველაზე მკაფიო ელემენტებს და ამავე დროს გაჟღენთილია ქართული სულით. შედეგად, ის გვევლინება უნიკალურ საკომუნიკაციო ენად,  რომელიც გვეხმარება როგორც ერების კულტურული მრავალფეროვნების ადვილად აღქმასა და მსოფლიო მუსიკალური ცნობიერების წვდომაში ასევე საერთაშორისო კულტურულ სივრცეში ჰარმონიულად ინტერგრაციაში. პროგრამა გრძელდებ 1 სთ და 20 წთ. არის დინამიური და მრავალფეროვანი. 
 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება 

ფოტო და ვიდეო

მაია ბარათაშვილი და ჯგუფი

ადგილი

ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
ა. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი - პირველი პროფესიონალური თეატრალური ჯგუფი კავკასიაში, უძველესი რუსული თეატრი პოსტსაბჭოთა სივრცეში. თეატრი დაარსდა თბილისში 1845 წლის 20 სექტემბერს კავკასიის გუბერნატორის, გრაფ მ. ვორონცოვის მოთხოვნით. უამრავმა გამოჩენილმა ადამიანმა დაიწყო თავისი კარიერა გრიბოედოვის თეატრიდან. ​1999 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს ავთანდილ ვარსიმაშვილი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წელს გრიბოედოვის თეატრმა მიიღო თეატრის ვარსკვლავის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო რუსული თეატრი საზღვარგარეთ.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება