22 აგვისტოს - ლეგენდარული ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკის სამყაროში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი - Maceo Plex - Mono Hall Batumi-ში დაუკრავს. მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან, ლოკალური სცენის დიჯეები: Endorphins და Jino Dollini.
„თვითშემეცნება და თვითსწავლება, საუკეთესო გზაა... როცა ცოდნას მენტორისგან ან სხვადასხვა ტუტორიალებისგან იღებ, მიდრეკილი ხარ მიბაძო უკვე არსებულს და ვერ ავითარებ საკუთარ სტილს.“ — Maceo Plex
Maceo Plex - ჟანრობრივად მრავალფეროვანი ელექტრონული მუსიკის არტისტია, ცნობილი შთამბეჭდავი შესრულებებით, რომელიც სინთეზშია ტექნოს, ელექტროს, ბრეიქებსა და IDM-ს ჟღერადობებთან. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური გამოცემა - Mixmag-ის აზრით, Mace PLex-ს უდიდესი წვლილი შეაქვს, ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში; მისი ნამუშევრები ყველაზე გაყიდვადი იყო Beatport-ის 3 სხვადასხვა ჟანრში, Maceo-სთვის დამახასიათებელი გამორჩეული ტრეკებით, როგორიცაა: Solar Detroit, Conjure Balearia და Can't Leave You. ჩანაწერებს აკეთებს ასევე Mariel Ito და Maetrik ფსევდონიმებით — თითოეულს აქვს თავისი გამორჩეული ხმა. Maceo Plex პროექტი კრისტალიზირდა მას შემდეგ, რაც 2010 წელს გადავიდა ვალენსიაში. მისი Boiler Room სეტები (ბერლინი, იბიცა) ფართოდაა აღიარებული, მისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტებად; ახალი რელიზებისა და გლობალურ სცენებზე მუდმივად ჰედლაინერული მონაწილეობის ფონზე, Maceo Plex რჩება თანამედროვე ელექტრონული მუსიკის წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არტისტად.
ასაკობრივი შეზღუდვა 18+