ტოვებ წვეულებას, რადგან მხოლოდ კუთხეში დგომა და ტელეფონში ჩაშტერება გამოგდის? ვერ მიდიხარ ნეთვორქინგებზე, მიუხედავად იმისა, რომ მალე სამუშაოს ძებნა დაგჭირდება? გიჭირს ახალ ენაზე ლაპარაკი, თხოვნა, რომ მუსიკა დაუწიონ — ან რომ ხელფასი აგიმაღლონ? საჯარო გამოსვლის პერსპექტივაზე გული გიცემს — მაგრამ გინდა, რომ პროექტები წარადგინო და რთული მოლაპარაკებები ჩაატარო?
შეხვედრაზე ვილაპარაკებთ, როგორ მუშაობენ სოციალური შიშები — მარტივი უხერხულობიდან სერიოზულ შფოთვამდე:
რატომ ვშეშდებით, ვიკუმშებით და გავრბივართ (მაშინაც კი, როცა გვინდა ვიყოთ მამაცები)
რა ამყარებს დაურწმუნებელ ქცევებს და რატომ არ მუშაობს რჩევა: „იყავი უბრალოდ საკუთარი თავი“
როგორ შეიძლება თანდათან მოვიმატოთ სოციალური სიმამაცე (და რა უშლის ხელს ამას) — როგორ დავშორდეთ უარყოფისა და შეფასების შიშს
განვიხილავთ სოციალურ შიშებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული მიდგომების (ACT, CFT, CBT და IFS) დახმარებით, გავარჩევთ პრაქტიკულ მაგალითებს და გავცემთ პასუხებს იმ შეკითხვებზე, ვინც გაბედავს მათ დასმას.